არაცნობიერის გავლენა

წარმოიდგინეთ, რომ საღამოს სახლში დაბრუნებისას, შედიხართ საკუთარ ოთახში, სადაც სიბნელეა და თქვენ გადაწყვეტთ, რომ ღილაკს დააჭიროთ ხელი და აანთოთ შუქი, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამ მოქმედებას თქვენი თავის ტვინი ფაქტობრივად გაუცნობიერებლად და ავტომატურად აკეთებს, რადგან თქვენ წლების განმავლობაში ზუსტად ანალოგიურ ქცევას იმეორებდით და სიბნელეშიც კი ძალიან მარტივად ახეხებთ ღილაკის პოვნას. როდესაც ჩვენ რომელიმე კონკრეტული მოქმედების შესრულებას გადავწყვეტთ და ამაში ჩვენი ორგანიზმის მოტორული სისტემა ერთვება, ამ დროს ჩვენი თავის ტვინში მილიონობით ნეირონული კავშირი იწყებს ურთიერთქმედებას და ჩვენს კუნთებამდე მიაქვთ სიგნალი, რომ ამოძრავდნენ, თუმცა გასაოცარია, რომ ამ ყოველივეს ჩვენი თავის ტვინი მილიწამებში ახერხებს ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ, რაცგან ამ მოქმედებაში ჩვენი აზოვნება და ცნობიერება არ გვჭირდება.

მითითებულ ვიდეოში, ნეირობიოლოგი დევიდ ილგმანი წარმოგვიდგენს 10 წლის ოსტინ ნაბერს, რომელიც არის კაპსტეკინგის(cup stacking) ჩემპიონი. ბიჭი ახერხებს ჭიქების აწყობას ძალიან ოსტატურად და სწრაფად. მაშინ, როდესაც ამ სპორტში გამოუცდელი ილგმანი შეეცდება, რომ გაიმეორეს იგივე შედეგი, იმავე სისწრაფით, ბავშვის უპირატესობა ძალიან თვალსაჩინო ხდება. „მან მე დამამარცხა“-აღიარებს ილგმანი, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა კაპსტეიკინგში. ყველა მოქმედების თანმიმდევრულად გააქტიურებული მქონდა საკუთარი ცნობიერება იმისათვის, რომ გამეგო როგორ უნდა დამელაგებინა ჭიქები ისე ,რომ ყველაფერი არ დანგრეულიყო. ამაში კი ძალაინ დიდი გონებრივი ენერგია და რესურსი დავხარჯე.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ელექტროენცეფალოგრამის(ეეგ)-ს საშუალებით იწერებოდა ილგმანის და ნაბერის ტვინის ელექტრული აქტივობა, ანუ ის თუ კონკრეტულ მოქმედებაზე რამდენად დიდ რესურსს ხარჯავდა მათი ტვინი. არსებული განსხვავება გასაოცარია, ილგმანის ტვინის ფაქტიურად ყველა ზონა ძალიან აქტიურად მუშაობდა იმ მომენტში, როდესაც იგი ჭიქების სრაფად დალაგებას ცდილობდა, ხოლო ამ დროს როდესაც 10 წლის ბიჭუნა წამებში აწყობდა ჭიქებს გეომეტრიული სიზუსტით, მისი ტვინი თითქმის არ აჩვენებდა აქტივობას. „ბიჭუნას ტვინი ბევრად უფრო მშვიდი იყო ვიდრე ჩემი, ვინაიდან მისი ქმედებები ავტომატიზმამდე არის დაყვანილი“- ხსნის ილგმანი.

მარტივად რომ ვთქვათ ოსტინ ნაბერის და მისი ტვინისათვის, გასაოცარი სისწრაფით და სიზუსტით ჭიქების ერთმანეთზე დალაგება ზუსტად ისეთივე ოპერაციაა, როგორც თქვენთვის საკუთარ ოთახში შუქის ანთება. ხოლო ჩვენს მთავარ გმირ ბიჭუნას სისტემატიური ვარჯიში დაეხმარა იმაში, რომ აღარ დაეხარჯა კოგნიტური რესურსი მსგავს მოქმედებაზე და ექცია იგი ავტომატურ ქცევად, ამიტომაც მას აღარ ესაჭიროება ოპერაციის განხორციელებისას ფიქრი.

არაცნობიერი ქცევა

ჩვენი არაცნობიერი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და პირად ურთიერთობებში ვიდრე ჩვენ ამას ვვარაუდობთ. დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ცნობიერად არ ვაკონტროლებთ სუნთქვას და შინაგანი ორგანოების ფუნქციებს, მაგრამ არსებოს მრავალი სახის სხვა მაგალითი: ავიღოთ ბეისბოლის ჯოხით ბურთის დართყმა. ბურთს, რომლის საშუალი სიჩქარეა 160კმ/სთ, სჭირდება რამოდენიმე მილიწამი მიზნამდე მისაღწევად. ის იმდენად სწრაფად მიფრინავს, რომ მისი ტრაეტქორიის ცნობიერად დანახვა, აღქმა, შეფასება და შემდეგ დარტყმა შეუძლებელია. მხოლოდ დარტყმის შემდეგ ადამიანი ხვდება თუ რა მოხდა.“ მიზეზი თუ რატომ არის აუცილებელი ყველა სპორტის სახეობაში მუდმივი ვარჯიში არის ის ,რომ სპორცმენს სჭირდება მისი მოქმედებეის ავტომატიზმამდე მიყვანა“- ამბობს ილგმანი.

თუ ყოველ ჯერზე დაფიქრდებით იმაზე თუ რას ვაკეთებთ, მოქმედების სიჩქარე აუცილებლად დაბალი იქნება. არაცნობიერი მუშაობს უფრო რთულ სიტუაციებშიც, მაგალითად საპირისპირო სქესის სექსუალური მიმზიდველობის შეფასებისას, რამოდენიმე მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას ან თუნდაც პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებისას. არის ასევე შემთხვევები როდესაც ადამიანები მხედველობა დაქვეითებულებად ითვლებიან, მაგრამ შეუძლიათ სამყაროსთან ინტერაქცია არაცნობიერის მეშვეობით.  სამეცნიერო სამყაროში დღემდე დავობენ იმაზე, თუ რამედნად ეფექტურუია ადამიანის ცნობიერი“-ამბობს ილგმანი. ჩვენი ცნობიერი „არეგისტრირებს“ მოვლენებს იმდენად დიდი შეფერხებით, რომ მის მოსაზრებას მომხდართან დაკავშრებით რეალურად არ აქვს არანაირი კავშირი.

დიზაინერები და მარკეტერები წლების მანძილზე იყენებდნენ ამას რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ეკონტროლებინათ. ქვეცნობიერთან მანიპულაციის საშალებით მათ შეუძიათ „გვაიძლუნ“, რომ შევიძინოთ კონკრეტული პროდუქტი, , მოვიხმაროთ მეტი ალკოქოლი ბარებში, შეიძინო კონკრეტული ბრენდი მაგრამ ახლა , როდესაც ნეირომეცნიერების გზები უფრო და უფრო ფართოვდება, იქმნება ნანოტექნოლოგიები და ღრმავდება არსებული ცოდნაც, ძალიან იზრდება ალბათობა იმისა, რომ ისინი შეძლებენ გააუმჯობესონ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.

ერთ-ერთი საკითხი, რომლითაც ასევე დაკავებულია ილგმანი, უკავშირდება არაცნობიერის ზეგავლენას ნარკოტიკული საშუალებებისადმი მისწრაფებას. ჯერ ეს კვლევა იმყოფება ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მეცნიერი იმედოვნებსა, რომ დამღუპველი ქცევის გაცნობიერება დაეხმარება ნარკოდამოკიდებულებს ამ საზიანო ჩვევის მოშორებაში. რაც მეტს შევისწავლით თუ ,როგორ მუშაობს ტვინი მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ცნობიერი არის მხოლოდ პატარა გამოხატულება პროცესების, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს თავებში, ჩვენი მონწილეობის გარეშე. ილგმანის სიტყვების მიხედვით ცნობიერი არის ის რაც ირთვება მაშინ, როდესაც დილაობით ვიღვიძებთ და წარმოადენს ყველაზე პატარა ნაწილს იმისა, თუ რაც ხდება ჩვენს თავებში. იგი ჰგავს ვიწრო საკუჭნაოს, ტვინის დიდ სასახლეში.