სოციალური ქსელების გავლენა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციებზე

სოციალური ქსელები მაქსიმალურადაა ჩვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული .  რამდენჯერ გაგპარვიათ დრო ,, სქროლვისას’’ ? რამდენჯერ გითქვამთ –  ,, ეს ბოლო ვიდეოა “ და შემდეგ მაინც ვერ შეწინააღმდეგებიხართ ცდუნებას ??

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ინტერნეტდამოკიდებულება უკვე დიდი ხანია აღიარებულია ფსიქოლოგიურ დაავადებად ( he Gale Encyclopedia of Mental Health , 2019) , იგი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას , ხშირად შედარებულია ნარკოტიკებთან . სოციალური ქსელები კი მისი ახალი ფორმაა , რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა .  

იმ სიამოვნების მიღმა , რასაც ვიღებთ მათი გამოყენებისას , ჩვენდა უნებურად ხშირ შემთხვევაში როგორც ფიზიოლოგიურ ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვიზიანებთ . მაგალითად (Social Media And Mental Health , 2014) :

  • თავის ტკივილი
  • თვალების ტკივილი
  • ძილის პრობლემები
  • ემოციებისა და აზრების კონტროლი
  • დეპრესია
  • საკუთარ თავში ჩაკეტილობა
  • თვითშეფასების დაღმასვლა
  • ქმედით უნარიანობა და სხვ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენისათვისა და რეაბილიტაციისთვის , ბევრად მეტი  დრო , ენერგია და კომპლექსური მიდგომაა საჭირო  , ვიდრე ფიზიოლოგიურის შემთხვევვაში  , თუმცა დიდი მეცნიერები ერთ მკაფიოდ გამოხატულ დასკვნას გვთავაზობენ – „სოციალური მედიის იშვიათად გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას უკავშირდება“.

მაგალითად, კინბერლი იენგის მიერ ჩატარებული ერთ – ერთი, ფართო მასშტაბიანი კვლევის (2010)  თანახმად – „ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იშვიათად თუ იყენებენ სოციალურ ქსელებს სამჯერ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს დათრგუნვილად, ვიდრე ადამიანები, რომლებიც მეტისმეტად ხშირად იყენებენ“ . ისინი ვინც ორ საათზე მეტხანს სარგებლობდნენ, გაცილებით ხშირად აფასებდნენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც „არადამაკმაყოფილებელს,“ ვიდრე – ადამიანები, რომლებიც ორ საათზე ნაკლებს უთმობდნენ. მომხმარებლები , რომლებიც დიდ დროს ატარებენ ზემოთ ხსენებულ სივრცეში აღენიშნებათ :

  • ანტისოციალური ქცევა
  • მანიის და აგრესიული ქცევის ტენდენციები
  • შფოთვისკენ , დეპრესიისკენ მიდრეკილება
  • ემოციური პრობლემები
  • დროის შეგრძნების დაკარგვა
  • სტრესი
  • კომუნიკაციის პრობლემა
  • პრობლემებთან გამკლავების უნარის დაკარგვა
  • არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება

ფაქტია , რომ ისინი , ვინც ამ პრობლემის წინაშე დგანან , ცხოვრების აღქმის უნარსა და დღევანდელობის შეგრძნებას კარგავენ , მოწყვეტილნი არიან რეალურ სამყაროს , უჭირთ სოციალურ გარემოში ინტეგრაცია  და თვითგამოხატვა .

ყველა იმ საფრთხის გათვალისწინებით , რასაც სოციალური ქსელები შეიცავს ,  ფსიქიკისა და მენტალური მდგომარეობის გაუარესება ყველაზე მეტად ემუქრებათ ბავშვებს . ბავშვები მიდრეკილნი ხდებიან შფოთვისა და დეპრესიისკენ . ( Mental Health Foundation, 2018; Stansfeld et al., 2016)  . ამ დროს მათი განვითარების პროცესი , აზროვნება და ჩამოყალიბების მიმდინარეობა ძირეულად იცვლება . დადგენილია , რომ ფსიქიკური აშლილობების 50% გვხვდება 14 წლის ასაკში , 75 % კი 18 წლის . (Kessler , 2007; Kim-Cohen , 2003) .

იმისათვის , რომ თავიდან ავიცილოთ ყოველივე ზემოხსენებული გვერდითი მოვლენები , აუცილებელია

  • გამოვყოთ გარკვეული დრო სოციალური ქსელებისთვის
  • მაქსიმალურად ვაკონტროლოთ პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა
  • ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
  • ვეცადოთ დადებითი ემოციების გაცემასა და მიღებას

ასე ჩვენ შევძლებთ , გამოვიყენეთ ჩვენთვის საყვარელი პლატფორმები , ისე რომ არ დავაზიანოთ , როგორც ჩვენი ასევე ჩვენს გარშემომყოფთა  ჯანმრთელობა . 

გამოყენებული ლიტერატურა

Psychological impact of Social Networking Sites: A Psychological Theory

https://bit.ly/38qGDY6

https://online.king.edu/news/psychology-of-social-media/

Social Media And Mental Health – https://www.liebertpub.com/doi/abs/10.1089/cyber.2014.0070

https://geopsychology.org/

https://en.wikipedia.org/wiki/Internet_addiction_disorder

 The Gale Encyclopedia of Mental Health (2019). “Internet Addiction Disorder | Encyclopedia.com”. www.encyclopedia.com. Retrieved 2021-04-06.

 

 

სტატიის ავტორი –  ლიზა ორჯონიკიძე