კვლევები

სოციალური დისტანცირების გავლენები

კორონა ვირუსის პანდემიამ მოულოდნელი და მძლავრი ცვლილებები შემოიტანა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების სტილის რადიკალურმა და მოულოდნელმა ცვლილებებმა ჩვენი ვარაუდით სერიოზული გავლენა იქონია საზოგადოებაში განწყობებისა და ქცევის ცვლილებებზე. სავარაუდოა რომ არსებული ცვლილებების რეზონანსი ეტაპობრივად სხვადასხვა სიხშირით გავრცელდება და ქცევათა ახალი ფორმულების სახით მოგვევლინება. ამ ვარაუდების გასამყარებლად ჩავატარეთ კვლევა (ონლაინ გამოკითხვა), კვლევის დასრულებისას გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ცვლადი რომელიც მეტ ჩაღრმავებას მოითხოვდა, ამიტომაც მოვამზადეთ პოსტ პანდემიური ეფექტების კვლევის რამდენიმე მიმართულება.

პირველი და შედარებით უფრო ზოგადი კვლევის მიზანი იყო პანდემიის დროს სოციალური დისტანცირების გავლენების შესწავლა. მრავალცვლადიანმა კვლევამ საშუალება მოგვცა გამოგვევლინა ახალ რეჟიმთან ადაპტაციის ფორმები და შეგვედარებინა ისინი სხვადასხვა ცვლადებთან. სხვადასხვა ცვლადების გამოყენებით მოვაცდინეთ რესპონდენტების კატეგორიზაცია. შევისწავლეთ საკარანტინო პირობებში რუტინის ცვლილებასთან დაკავშირებული ქცევისა და განწყობის ცვლილებები.

მედია სივრცის გავლენა ემოციურ და ფსიქოსომატურ რეაქციების განწყობებზე

ნებისმიერი ემოცია დაკავშირებულიაადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიურ ცვლილებებთან, ნებისმიერი ბიოქიმიური ცვლილება კი პირდაპირ კავშირშია გარკვეული ტიპის ავადმყოფობების რისკის ზრდასთან. მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ სატელევიზიო ახალი ამბების გამოშვებებიდან მიღებული ინფორმაციის უმეტესობა მაყურებელში იწვევს ნეგატიურ ემოციურ განწყობას. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განცდილი ნეგატიური ემოციები კი, თავის მხრივ იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და შესაძლოა მონაწილეობდეს სხვადასხვა სტრესოგენური ავადმყოფობების წარმოშობაში.

სქესთა შორის მიზიდულობის კვლევა

პარტნიორის მოწონებისა და შერჩევის საკითხი საინტერესოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სქესის წარმომადგენლებისათვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული არა ერთი კვლევა არსებობს. კვლევებით დადგენილია, რომ მოწონების პროცესში, ფიზიკურ მახასიათებლებებთან ერთად, წამყვანი და განმსაზღვერლი ფაქტორია ქცევითი მახასიათებლებიც, რომლებიც სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულად ვლინდება. ჩვენ მიერ, საქართველოში, 100 პირზე სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა იგივე შედეგი და ამასთან, აღმოჩნდა, რომ მოწონების პროცესში დომინაციისა და მორჩილების კომპენსატორული სისტემა მუშაობს.

DISC - ის შეფასების ინსტრუმენტის კვლევა ქართულ კულტურაში

კულტურის გასაღების კვლევა

განსხვავებული კულტურებისთვის დამახასიათებელია განსხვავებული ღირებულებათა სისტემა. ის, თუ რა ითვლება კულტურის შიგნით წამატებისა და წარუმატებლობის განსაზღვრებად აყალიბებს, ღირებულებებს, რომლებიც იცვლება, როგორც ასაკობრივი ჯგუფების, ასევე სქესის მიხედვით.