პრაიმინგის ეფექტი

სტატიის ავტორები:

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი

ლაშა ჩანთაძე

 

ადამიანის გონებაზე ზემოქმედების ცნობიერი თუ არაცნობიერი ეფექტები ფსიქოლოგიის აქტიური შესწავლის საგანია.

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ ასეთ ეფექტზე- პრაიმინგზე, რომელსაც ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში დიდხნიანი ისტორია გააჩნია და სხვადასხვა კუთხით გამოიყენება. მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების მიღმა მაინც ეს ტერმინი შეგვიძლია დავიყვანოთ ერთ მნიშვნელობამდე, რომელიც გულისხმობს გარედან შემოსული ინფორმაციის გადამუშავების პროცესს, სადაც ინფორმაციის ინტერპრეტაციას წარსულში გაგონილი სიტყვა ან ნანახი სხვა სტიმული განსაზღვრავს.
სტიმულს რომელიც ახალი ინფორმაციის გაანალიზებასა და ინტერპრეტირებაზე ახდენს
გავლებას პრაიმერი ეწოდება.

პრაიმერი წინ უსწრებს ინფორმაციის (პრაიმერის სამინზეს)აღქმას და გაანალიზებას. შესაძლებელია პრაიმერი შინაარსობრივად არც კი უკავშირდებოდეს სამიზნეს მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს სამიზნეს აღქმაში. მაგალითად თუ ჩემი სამიზნე კონკრეტული პროექციული ბარათია, ცდისპირებს ვთხოვ მის ახსნას.

ბარათზე გამოხატულია რამდენიმე ადამიანი რომლებსაც უჭირავთ მთაზე ასასვლელი ჯოხები და გადაადგილდებიან კლდეზე დამხმარე ჯოხებით. საექსპერიმენტო ჯგუფს მივეცით შემდეგი სიტყვები მანამ სანამ ამ ბარათს ვაჩვენებდით.

სიტყვები: მოხუცი, სიბერე, ჭაღარა. საკონტროლო ჯგუფს სიტყვების მიწოდების გარეშე, ანუ პრაიმერების გარეშე ვაჩვენეთ ეს ფოტო. როდესაც ორივე ჯგუფს ვკითხეთ თუ რა ასაკის ადამიანები მიდიოდნენ სალაშქროდ, იმ ჯგუფში სადაც სიბერესთან ასოცირებული პრაიმერები გვქონდა გამოყენებული დასახელდა უფრო მაღალი ასაკი ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. ექსპერიმენტი საშაუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ  პრაიმერებმა იმუშავეს და  სურათის აღქმისას გავლენა მოახდინეს შინაარსის შეფასებაზე.

პრაიმინგის პრინციპს ასევე კარგად აღწერს შემდეგი ექსპერიმენტიც:

საექსპერიმენტო ჯგუფს მიეწოდებოდა ნეგატიური ინფორმაცია და შემდეგ ადამიანების ფოტოები, რომელთა დახასიათებასაც ვთხოვდით. საკონტროლო ჯგუფმა კი იგივე დავალება ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიიღო.

აღმოჩნდა რომ საკონტროლო ჯგუფში ფოტოზე გამოსახული ადამიანები დახასიათდნენ უფრო პოზიტიურად ვიდრე საექსპერიმენტო ჯგუფში. აქედან შეიძლება კარგად განვაზოგადოთ თუ რა გავლენა შეიძლება ქონდეს მედიაში არსებულ ნეგატიურ ინფორმაციას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მასში არსებული თუნდაც ნეიტრალური სტიმულების აღქმა-ანალიზზე.

თუ ვამბობთ რომ დ. უზნაძის განწყობა ქცევის გარკვეული ფორმისადმი ინდივიდის წინასწარი მზაობის მდგომარეობაა შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ დ. უზნაძე სწორედ პრაიმინგის ფენომენის კიდევ უფრო ფართო სპექტრს იკვლევდა.

არაცნობიერი პრაიმინგი

ერთ-ერთი ძირითადი გზა იმის საჩვენებლად, რომ არაცნობიერ სტიმულებს
შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჩვენს მსჯელობასა და გადაწყვეტილებაზე, კრიჩერმა
და გილოვიჩმა (2008) ჩაატარეს ექსპერიმენტი, კერძოდ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე,
სტენ ფიშერს ორ სხვადასხვა ნომრიანი მაისური მოარგეს და გადაუღეს ფოტოები. ერთ ფოტოზე
ფიშერს ეცვა 54 ნომრიანი მაისური, ხოლო მეორე ფოტოში კი 94 ნომრიანი. ექსპერიმენტის
პროცესში ერთ ჯგუფს აჩვენეს ფოტო რომელშიც 54 ნომრიანი მაისური ეცვა, ხოლო მეორე საექსპერიმენტო ჯგუფს კი 94 ნომრიანი მაისურის ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს წინასწარ საერთოდ არ ევალებოდათ რაიმე სახის დასკვნის ან ვარაუდის გამოთქმა ფიშერის შესახებ, მონაწილეემბა უფრო მეტად ივარაუდეს რომ ფიშერი 94 ნომერიანი მაისურით უფრო
დიდი ალბათობით გავიდოდა კონფერენციის პლეიოფში, ვიდრე ფიშერი, რომელსაც 54 ნომრიანი
მაისური ეცვა.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მუსვეილერმა და ენგლიჩმა (2005) ჰკითხეს მონაწილეებს, რომ შეეფასებინათ
წლიურად საშუალო ტემპერატურის დონე გერმანიაში. მათ საკუთარი შეფასების გასაკეთებლად
ჰქონდათ 1 წუთი, ხსენებული 1 წუთის განმავლობაში მონაწილეებს 10-ჯერ მიეწოდათ წამიერი
ვიზუალური სტიმული ფლეშების სახით. მიწოდებულ ვიზუალურ სტიმულებში გამოსახული იყო სხცადასხვა რიცხვითი მნიშვნელობები, რომელთა ზოგიერთი მათგანი აღემატებოდა (20)-ს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ნაკლები იყო (5)-ზე. თითოეული სტიმულის ხანგრძლივობა იყო 15 მილიწამი, ხოლო
სტიმულებს შორის ინტერვალი იყო 6 წამი, ანუ ყოველ 6 წამში ერთხელ მიეწოდებოდათ ვიზუალური
სტიმული.

მონაწილეების მიერ მიღებული დასკვნები ამინდის შესახებ პირდაპირ შეესაბამებოდა მიწოდებულ სტიმულებს, კერძოდ, ნავარაუდევი ტემპერატურა უფრო მაღალი იყო მაშინ, როდესაც კონკრეტულ რესპონდენტს მიაწოდეს მაღალი რიცხვითი მნიშვნელობების სტიმულები, ხოლო იმ მონაწილეებში, რომელთაც დაბალი რიცხვითი მნიშვნელობები მიაწოდეს, მათ მიერ საშუალო წლიური ტემპერატურა საგრძნობლად დაბალი აღმოჩნდა.

იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად იყო მიწოდებული სტიმულები ცნობიერად აღქმული მონაწილეების მიერ, კვლევის ავტორებმა ჩაატარეს გამოკითხვა თითოეულ მათგანთან, რომელშიც დასმული იყო დეტალური შეკითხვები ფიქრის პროცესისა და ფიქრის პროცესში აღქმული ვიზუალური გამოსახულების შესახებ. როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, 37 მონაწილიდან, მხოლოდ 2-მა მათგანმა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად გააცნობიერებს მიწოდებული სტიმულები, თუმცა კონკრეტულად მათი გახსენება ვერ შეძლეს. ამის გამო მკვლევარებმა ანალიზის პროცესიდან გამორიცხეს ხსენებული მონაწილეების შედეგები.

არაცნობიერი პრაიმინგის შესახებ ემპირიული კვლევები და ნაშრომები ხშირად გამოიყენება ფსიქოლოგიაში, რეკლამაში, მარკეტინგში, ქცევის და განწყობის ცვლილებაში და სხვა მრავალ სფეროში. მონაწილეების ფსიქიკური მდგომარეობის წინასწარ განსაზღვრა და პროგნოზირება დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ რა ეფექტი და გავლენა აქვს არაცნობიერ პრაიმინგს ადამიანის აღქმასა, თუ გადაწყვეტილებაზე. ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური საზომი ინსტრუმენტები, როგორცი არის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) და თვალის მოძრაობის დეტექტორი (Eye Tracking) ხშირად გამოიყენება მსგავსი ცვლადებისა და ფაქტორების გასაზომად.  

 

 

ბიბლიოგრაფია

W.  T.
(2007).  Mechanisms  of
transfer-

inappropriate
processing. In D. S. Gorfein & C.

M. MacLeod (Eds.),
Inhibition in cognition (pp.

63–78). Washington,
DC: American Psychological

Association.

https://www.researchgate.net/publication/285152702_Priming