პოლიგრაფი

რა არის პოლიგრაფი?

პოლიგრაფის მოწყობილობა ასევე ცნობილი არის როგორც „სიცრუის დეტექტორი“. მოწყობილობა შედგება სხვადასხვა სენსორებისგან რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერულ პროგრამასთან, სადაც სენსორებიდან მიღებული იმპულსები გამოსახულების სახით ჩანს. სენსორები იწერენ სხვადასხვა სხეულებრივ რეაქციებს: გულის ცემის რიტმს, სუნთქვის სიხშირეს, სხეულის ტემპერატურას, კუნთების მოძრაობას, კანის გალვანობას (ტენიანობას).

სხვეულებრივი რეაქციების (ანუ ორგანიზმის საპასუხო რეაქციები რაიმე სტიმულზე) გამოყენება შესაძლებელია იმის დასადგენად, მაგალითად ამბობს თუ არა ადამიანი სიმართლეს.  

პოლიგრაფი არ აფიქსირებს ტყუილს, ის ზომავს სიცრუის ირიბ ეფეტებს, ანუ იმ სხეულებრივ პროცესებს, რასაც შესაძლოა ადამიანი ტყუილის თქმის დროს განიცდიდეს ფიზიოლოგიურად. რადგანაც შესაძლებელია, რომ ტყუილმა გაზარდოს სტრესი და გამოიწვიოს თანმხლები ქცევითი და ფიზიოლოგიური ცვლილებები.  ასე რომ, პოლიგრაფიული ტესტები არ ზომავენ პირდაპირ ტყუილს, არამედ ზომავენ იმ შესაძლო ნიშნებს, რითიც ადამიანმა შეიძლება მოატყუოს ინტერვიუერი.

როგორ ხდება პოლიგრაფით ტესტირებისთვის მომზადება?

პოლიგრაფული ტესტირება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მხოლოდ მოწყობილობით ჩანაწერის გაკეთბას არ გულისხმობს. უშუალოდ ჩანაწერის გაკეთებამდე მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ, რომლის დროსაც მონაწილეებს უსვამენ სხვადასხვა კითხვებს, იმ საკითხის გარშემო, რა მიზნითაც ტარდება ტესტირება.

ინტერვიუ შედგება სპეციალიზირებული კითხვებისგან. ძირითადად გამოიყენება კითხვების ოთხი ტიპი: რელევანტური კითხვები – რომლებიც უშუალოდ საკვლევ თემას ეხება; საკონტროლო – რომლითაც აზუსტებენ რელევანტური კითხვების შედეგად მიღბულ პასუხებს; არარელევანტური კითხვები – რომლებიც საერთოდ არ ეხება საკვლევ საკითხს (მაგალითად: გრძელი თმა აქვს, თუ მოკლე?) და ფარული ინფორმაციის შემცველი კითხვები – კითხვები რომლებიც შესაძლოა საერთოდ სხვა საკითხს ეხებოდეს, თუმცა მათზე გაცემული პასუხების განზოგადება შესაძლებელია საკვლევ თემაზეც.  

ინტერვიუს ჩატარება მნიშვნელოვანი პროცედურაა, ამ დროს მონაწილე იგებს თუ რა სახის პროცედურის გავლა მოუწევს, შესაბამისად ნაკლებად ნერვიულობს (ნერვიულობის ანუ შფოთვის მოხსნა ჩანაწერის პროცესში აუცილებელია, რადგან შფოთვას გავლენა აქვს სხეულებრივ რეაქციებზე და თუ მონაწილე ნერვიულობს იმის გამო რომ არ იცის რა პროცედურა ელოდება წინ, ეს მოგვცემს არაზუსტ ჩანაწერს და ვერ გავიგებთ შფოთვა რასთან არის დაკავშირებული – ტყუილთან თუ პროცედურის მიმართ შიშთან). 

ინტერვიუს შემდეგ, კეთდება პოლიგრაფის სატესტო ჩანაწერი ( ასე ვთქვათ რეპეტიცია რეალურ ჩანაწერამდე), რომელიც ასევე შფოთვის მოსახსნელად არის საჭირო.  საბოლოოდ კეთდება რეალური ჩანაწერი.

ინტერვიუს და სადემონსტრაციო ჩანაწერის გაკეთბას რამდენიმე საათი სჭირდება. ხოლო უშუალოდ რეალური ტესტირება 15-20 წუთში სრულდება.

 

როგორია პოლიგრაფით ტესტირების პროცედურა?

აპარატურა არის მიმაგრებული ინდივიდზე, სენსორებში ჩვეულებრივ შედის სისხლის წნევის სენსორი, ელექტროდები რომლებიც მოთავსებულია თითებზე კანის გამტარიანობის გასაზომად, ასევე ტემპერატურის სენსორი, ორი სენსორი რომელიც დამაგრებულია ზედა და ქვედა სასუნთქ გზებზე და იწერს რესპირატორულ მონაცემებს, ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ასევე ტრემორის ბალიშები, რომლებიც აფიქსირებენ ხელებისა და ტანის მოძრაობას და 3D კამერა სახის მიკრო ექსპრესიების დასაფიქსირებლად. ყველა ზემოთ აღნიშნული სენსორი კეთდება არაინვაზიურად, ანუ მაგრდება კანის ზედაპირზე, არის უმტკივნეულო და არ აზიანებს ქსოვილს.  

ტესტირების დროს მონაწილეს უსვამენ იმ კითხვებს, რაც გაიარეს პრე-ტესტს ინტერვიუში. ნებისმიერ კითხვაზე ცდის პირს შეუძლია გასცეს მხოლოდ კი/არა პასუხი. პროცედურა სრულდება ტესტის შემდგომი გასაუბრებით, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ახსნან თავიანი პასუხები.

შესაძლებელია თუ არა პოლიგრაფის მოტყუება?

მთავარი პრცედურა არის მონაცემების ინტერპრეტაცია და ანალიზი. პირველ რიგში კითხვების ფურმილირება უნდა იყოს სწორედ დაგეგმილი, შემდეგ  სხვადასხვა სახის კითხვების შედეგად მიღბული სხეულებრივი რეაქციების შედარება უნდა მოხდეს, ასევე სხვადასხვა სენსორებიდან მიღებული მონაცემების შედარება და შეფასება ერთმანეთთან, ასეთი სახის დამუშავების შედეგად მიიღება საბოლოო მონაცმები.

თუ პროცედურის დროს იქნება ტექნიკური ხარვეზი, ან რაიმე გარე გამღიზიანებელი (ხმაური, მოძრაობა…) ამას გავლენა ექნება ჩანაწერზე და მივიღებთ მცდარ მონაცემს. შესაბამისად თუ ინტერპრეტაციის დროს ეს არ იქნება გათვალისწინებული მივიღებთ არასწორ პასუხს.

და ბოლოს, პოლიგრაფის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამხმარე საშუალება და არა როგორც მთავარი ინსტრუმენტი ინფორმაციის მისაღებად და დასადასტურებლად. პოლიგრფს ასევე იყენებენ სამეცნიერო კვლევებისთვისაც.