მედიტაცია და ნეიროპლასტიურობა

ნეიროპასტიურობა თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ფუნქციაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის კოგნტიური, მოტორული და ზოგადად ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე თავის ტვინის ქერქული და ქერ-ქვეშა სტრუქტურების ცვლილებას, ადაპტირებას და ახალი ნეირონული კავშირების შექმნას, მაგალითად თავის ტვინის ტრავმის დროს, შესაძლოა დაზიანებული ქსოვილები და შესაბამისად ნეირონული კავშირები ვეღარ აღდგეს, მაგრამ ამ ფუნქციას და როლს სხვა ნეირონები შეითავსებენ.

 ჩატარებული ხანგრძლივი კვლევის მიზანი იყო გაეცა პასუხი იმაზე, შეუძლია თუ არა მედიტაციას ტვინის ნეიროპლასტიურობის გაუმჯობესება. შეკრებილ იქნა მოხალისეთა ჯგუფი რომლებიც ყოველი დღის მანძილზე მედიტირებდნენ ერთი საათის მანძილზე, ჯაში 8 კვირის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მედიტაციას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ადამიანის ტვინის ელექტრულ აქტივობასა და იმუნურ სისტემაზე და რაც მთავარია გონების სავარჯიშოებს და მედიტაციას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის ნეიროპლასტიური ცვლილებები.

 

მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ნეიროპლასტიური ცვლილებები აისახება ფონური ეეგ-ს ენტროპიის მაჩვენებელზე. როგორც ცნობილია, ეეგ ენტროპია მცირდება ნარკოზის დროს და კავშირშია ტვინის აქტივობასთან. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი მედიტაციის პრაქტიკა იწვევს ნეიროპლასტიურ ენტროპიას და მისი სიხშრის მატებას. გრძელვადიანი კვლევითი პრაქტიკები გვიჩვენებს, რომ არამარტო ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხსნის განმავლობაში იყვნენ მედიტაციით დაკავებულნი, არამედ მცირე დროით მედიტარებამაც კი გამოიწვია ცვლილებები ტვინის ელექტურლ აქტივობაში. ენტროპიის მაჩვენებლების შესადარებლად და გამოსათვლელად მკვლევარებმა გამოიყენეს რეკურენტული რიცხვობრივი ანალიზის მეთოდი, რომელიც დამყარებული არის რეკურენტული დიაგრამების რაოდენობრივ შეფასებაზე.

 

 

კიდევ ერთ გრძლვადიან კვლევაში მონაწილეობდა 4 მოხალისე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პრაქტიკული მედიტაციის შესწავლაზე და კვლევაში მონაწილეობაზე. მოხალისეები კვლევის დაწყებამდე არ ფლობდნენ მედიტაციისთვის შესახებ არანაირ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას. მოხალისეები კვლევის დაწყებადე იყვნენ ინფორმირებულები ქვლევის ტექნიკურ მხარეზე და მათ გაიარეს ძაძენ მედიტაციის პრაქტიკული კურსი. კვლევამდე ყოველ მონაწილესთან ჩატარდა წინასწარი გამოკითხვა ასევე მათი მონაცემები წინასწარ შეამოწმეს ელექტროენცეფალოგრამაზე და შემდგომ პროცესსში აკვირდებოდნენ ცვლილებებს.

აღმოჩნდა, რომ 4 ცდის პირიდან ყოველ მათგანს განსხვავებული ელექტული აქტივობა და ენტროპიის განსხვავებული სიხშირიე გამოუვლინდა, ხოლო მედიტაციის შემდგომ 4 ცდის პირიდან 3 მათგანს თვალში საცემი ცვლილებები უფიქსირდებოდა მედიტაციის დროს ფონურ ეეგ-ზე, რაც ნეიროპლასტიური ცვლილებების პირდაპირი ინდიკატორია და  რაც ნათლად მიგვითითებს, რომ მედიტაციის საშუალებით მათ შეძლეს საკუთარ ტვინში ნეირონული კავშირების განვითარება.

 

აქედან გამომდინარე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მედიტაციის დიდხნიანი პრაქტიკა გქონდეთ, მცირეოდენი მონდომებისა და თვითრწმენის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს, რომ გათავისუფლდეთ სტრესისაგან და განივითაროთ საკუთარი გონება.