რა არის "აი თრექინგი"?

Eye Tracking – ეს არის სენსორული ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობისთვის, დაადგინოს სად იყურება ადამიანი, ეკრანზე მოცემული გამოსახულების რა ნაწილზეა მისი ხედვა კონცენტრირებული.

 

 ამ მოწყობილობას ფართოდ იყენებენ ფსიქოლოგიაში, იმის გაგება თუ სად და როგორაა ადამიანის ხედვა მიმართული, სად იყურება ის, მნიშვნელოვანია მისი ყურადღების განაწილების დადგენისათვის, რას აქცევს მეტ ყურადღებას და რას ნაკლებს. ასევე ხშირად გამოიყენება მედიცინაშიც, კვლევებმა აჩვენა შესაძლებლობა, eye tracking-ის გამოყენებით ადამიანში აუტიზმის დიაგნოზის დადგენის, ისევე როგორც სხვა ნევროლოგიური დარღვევების. და ამასთანავე, ნეირომარკეტინგშიც რელევანტურ ხელსაწყოდ ითვლება ადამიანის ქცევის განსასაზღვრად. 

ამ მოწყობილობას ფართოდ იყენებენ ფსიქოლოგიაში, იმის გაგება თუ სად და როგორაა ადამიანის ხედვა მიმართული, სად იყურება ის, მნიშვნელოვანია მისი ყურადღების განაწილების დადგენისათვის, რას აქცევს მეტ ყურადღებას და რას ნაკლებს. ასევე ხშირად გამოიყენება მედიცინაშიც, კვლევებმა აჩვენა შესაძლებლობა, eye tracking-ის გამოყენებით ადამიანში აუტიზმის დიაგნოზის დადგენის, ისევე როგორც სხვა ნევროლოგიური დარღვევების. და ამასთანავე, ნეირომარკეტინგშიც რელევანტურ ხელსაწყოდ ითვლება ადამიანის ქცევის განსასაზღვრად. 

 

მართალია eye tracking-ს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა ის ვერ ახსნის რატომ უყურებს ესა თუ ის ადამიანი კონკრეტულად რომელიმე ვიზუალურ გამოსახულებას და რას გრძნობს ის შეხედვისას. 

 

სწორედ ფიქსაციის თანმიმდევრობა არის პროცესი, რომლის მეშვეობითაცაა შესაძლებელი, დაინახო თუ რამ მიიპყრო პირველად ინდივიდის ყურადღება და რა იყო ამის მასტიმულირებელი. თვალი მუდმივად ინაცვლებს ერთი ფიქსირებული წერტილიდან მეორეზე, ამიტომაც ეს პროცესი ხანმოკლეა.

 

Eye Tracker-ებს აქვს უნარი ინფორმაციის ლოკაციის, ხანგრძლივობისა და მოძრაობის მიხედვით გაანალიზების.

ლოკაცია

ლოკაცია გულისხმობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში თვალის ბადურის მდებარეობისა და მისი ტრაექტორიის დადგენას. ფაქტი, რომ ადამიანის ხედვა მიმართულია რაიმე კონკრეტული ვიზუალისაკენ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ეს გამოსახულება აღიქვა და გააანალიზა, ვინაიდან ხშირად ჩვენ გაუზარებლად ვუყურებთ ეკრანზე მოცემულ ობიექტებს, ამ დროს კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობთ. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ავსებს ფორმას, რომელიც მოითხოვს შედგენილ პასუხებს, ამ დროს იგი უყურებს ეკრანს თუმცა ყურადღება სხვაგან აქვს მიპყრობილი. 

ხანგრძლივობა

ხანგრძლივობა არის დროის მონაკვეთი, რომელშიც მომხმარებლის ხედვა(ფიქსაცია) მიმართულია ერთ კონკრეტულ წერტილზე. ფიქსაციის ხანგრძლივობა ხანმოკლეა, მილიწამებში გამოიხატება და მისი დადგენა გვეხმარება რამდენად იჩენს მომხმარებელი ყურადღებას კონკრეტული ნაწილის მიმართ.

 

 

მოძრაობა

მოძრაობის მეშვეობით დგინდება თუ რომელი ნაწილი იწვევს პირველად ყურადღებას მომხმარებელში და რომელი საერთოდაც არა. ( ამის დადგენისთვის აქტივობის რუკასაც იყენებენ, რომელზეც წითელი, მწვანე და ნაცრისფერი ფერებითაა გამოსახული, შესაბამისად, სად დაფიქსირდა ყველაზე მეტი ფისქაცია, სად ნაკლები და სად საერთოდ არა.) თვალის მოძრაობის თანმიმდევრობის დადგენა გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას მომხმარებლის ვიზუალური იერარქიის შესახებ. ვებგვერდზე შესვლისას რას მიაქცია ყურადღება თავდაპირველად, შემდგომ რაზე გადაიტანა აქცენტი და ა.შ. 

ჰითმეფი (Heat Map) - აქტივობის რუქა

ეს მეთოდი გამოიყენება იმის დასადგენად, თუ ყველაზე ხშირად რომელ წერტილზე ახდენდა მომხმარებელი ფიქსაციას და რომელი დარჩა საერთოდ უყურადღებოდ. „რუქაზე“ წითლად მონიშნული წერტილები გულისხმობს იმას, რომ ფიქსაცია ყველაზე მეტჯერ დაფიქსირდა, მწვანე ფერი გულისხმობს ნაკლებ აქტივობას და იქ სადაც არცერთი ფერია მონიშნული, გულისხმობს იმას, რომ ფიქსაცია საერთოდ არ დაფიქსირებულა.

დასკვნა

Eye tracker არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია თვალის ტრაექტორიის განსაზღვრა და იმის დადგენა თუ ეკრანზე გამოსახულ ნებისმიერ ობიექტს რამდენი ხნით აკვირდებოდა მომხმარებელი, თუმცა მას არ შეუძლია იმის დადგენა თუ რაზე და რატომ ფიქრობდა ამ დროს ეს ადამიანი.