ექსპერიმენტული ფსიქოლოგია

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განყოფილებაში  საკვლევი საკითხისთვის შესაბამისი საექსპერიმენტო სცენარი და დიზაინი მზადდება. ექსპერიმენტების დიდი ნაწილი ტარდება ნეიროტექნოლოგიური აპარატურის დახმარებით, რომელიც ადამიანის ქცევაზე დაკვირვებისა და ანალიზის თანამედროვე ობიექტური საშუალებაა. ექსპერიმენტებში აქტიურად გამოიყენება პოლიგრაფი (იგივე სიცრუის დეტექტორი) და აითრექინგი.  ლაბორატორიის ამ მიმართულების მიზანია გატესტოს და შექმნას ინოვაციური ფორმულები ადამიანის ქცევის ანალიზის, მოდიფიკაციისა თუ მართვისთვის.