სქესთა შორის მიზიდულობის კვლევა​

რით დავინტერესდით?

დავინტერესდით იმით თუ რა იწვევს სქესთა შორის მიზიდულობასა და მოწონებას.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ რა არის ის ჩამრთველები რომლებიც საპირისპირო სქესის მიმართ აღქმას გარდაქმნის და მის მიმართ გარკვეულ ემოციებს აღძრავს.

დავსვით რამდენიმე კითხვა:

  1. იცვლება თუ არა მოწონების ჩამრთველები ერთი პიროვნების მიერ სხვადასხვა ადამიანის მოწონების დროს?
  2. რა ჩამრთველებია ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში და თუ არის მათ შორის ძირეული განსხვავება
  3. ზოგადად რა პრინციპზე დგას სქესთა შორის მოწონება და მიზიდულობა

რა პასუხები მივიღეთ?

კვლევამ აჩვენა რომ ყველა პიროვნების სასიყვარულო თუ მოწონების ისტორიაში ერთი და იგივე განმაპირობებელი ფაქტორი მუშაობს. მაგალითად გამოვიკითხეთ ერთი პიროვნების 5 სხვადასხვა ისტორია, რომელშიც მოწონებისა და მიზიდულობის პირველი ჩამრთველები გამოვყავით, აღმოჩნდა რომ ხუთივე ისტორიაში ერთი საერთო და წამყვანი ფაქტორი იყო. თუ ეს მექანიზმი მუშაობს ესეიგი ჩვენ შეგვიძლია ერთი ისტორიის ანალიზით დაახლოებითი პროგნოზები გავაკეთოთ პოტენციური მოწონების ისტორიების შესახებ.

კვლევის  შედეგად ასევე დადგინდა, რომ სქესთაშორის მოწონების პროცესში დომინაციისა და მორჩილების კომპენსატორული სისტემა მუშაობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწონების ჩამრთველი აქტიურდება მაშინ, როდესაც ერთი პიროვნება მეორე პიროვნებაში პოულობს იმ სფეროს დომინაციას, რომელიც თავად დანაკლისში აქვს. 

 ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ ამ სისტემაში დომინაციის რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა:

  1. სოციალური დომინაცია 2. ინტელექტუალური დომინაცია 3.ფიზიკური დომინაცია

დომინაცია-მორჩილების სისტემის ამ მიმართულებებით მუშაობა ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმე რომელიმე ერთში დომინირებს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან, იმავე სფეროში პასიურ, „მორჩილ“ პიროვნებას აირჩევს, რადგან ეს განსხვავებულობა ამ სფეროში მისი სასურველი როლის აქტივაციას იწვევს და მასში წამყვან მახასიათებლებს კონტრასტის ეფექტით გამოკვეთავს. მაგალითად, სოციალურად აქტიური მამაკაცი ირჩევს სოციალურად პასიურ ქალს, რადგან მისი სასურველი როლი („სოციალურად დომინანტი“) მკაფიოდ წარმოჩინდეს. ასევე აღმოჩნდა, რომ პოტენციურ პარტნიორში მისი დომინანტურობის აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური წყვილი ერთი და იმავე სფეროში არ დომინირებს.

როგორ გავაკეთეთ ეს?

ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუ 100 ინდივიდზე და შევისწავლეთ  თითოეული მათგანის 5- 8 ისტორია.

კონტენტ ანალიზის შედეგად გამოვავლინეთ ჰიპოთეზების საპასუხო ფაქტორები.