კულტურის გასაღების კვლევა

ლაბორატორია Z

აბსტრაქტი

განსხვავებული კულტურებისთვის დამახასიათებელია განსხვავებული ღირებულებათა სისტემა. ის, თუ რა ითვლება კულტურის შიგნით წარმატებისა და წარუმატებლობის განსაზღვრებად, აყალიბებს ღირებულებებს, რომლებიც იცვლება, როგორც ასაკობრივი ჯგუფების, ასევე სქესის მიხედვით. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობაში პირადი წარმატების მთავარი კატეგორია არის განათლება, რომლესაც მოჰყვება კარიერული წარმატება, ოჯახური, სოციალური აღიარება და ა.შ. ხოლო პირადი წარუმატებლობის მთავარი კატეგორიად ასევე განათლება გამოვლინდა, რომელსაც მოჰყვება საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარუმატებლობა და წარუმატებლობა თვითშეფასებასა და თვითრეგულაციაში.

ადამიანების სოციუმში არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ითვლება წარმატებულად და საკითხები, რომლებიც ითვლება წარუმატებლად. ის, თუ რას მიიჩნევს ინდივიდი საკუთარ წარმატებად და წარუმატებლობად გარკვეულწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ რომელი კულტურის წარმომადგენელია, ანუ ის სოციუმი რომელშიც უხდება ცხოვრების გატარება. რაღა თქმა უნდა ამ გარემოსაც თვითონ ადამიანები ქმნიან; სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები წარსული გამოცდილების საფუძვლეზე აყალიბებენ გარკვეულ რწმენა-წარმოდგენებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ჩაითვალოს წარმატებულობად და რა წარუმატებლობად – ამის შესაბამისად კი, ყალიბდება ღირებულებები, რასაც შემდეგ ღირებულებათა სისტემის სახელითაც მოიხსენიებენ.

ერთ-ერთ კვლევაში შეისწავლეს სამი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდის ემოციური პასუხები. შედეგი სამივე შემთხვევაში განსხვავებული იყო: იაპონელ ბავშვებში სევდისა და სირცხვილის უფრო დაბალი განცდა ფიქრისრდებოდა, ვიდრე დასავლელ ბავშვებთან, ანუ მთავარი განსხვავება იყო უარყოფითი ემოციების გამოხატვაში (Lewis M, et al., 2010).

საინტერესოა, ასევე ისიც, რომ კულტურაში აღიარებული წამყვანი ღირებულებების იერარქია არსებობს, რაც გულისხმობს, იმას რომ ზოგიერთი ღირებულება უფრო მეტად მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ამასთან დაკავშირებით გამოიკვლიეს 54 კულტურის წარმომადგენელი, საიდანაც აღმოჩნდა, რომ წამყვანი ღირებულებებია კეთილგანწობა, თვითმართვა და უნივერსალიზმი, ხოლო ყველაზე დაბალი ძალაუფლების, ტრადიციებისა და მასტიმულირებელი ღირებულებები; მათ შორის, ანუ საშუალო ღირებულებები – უსაფრხოება, კონფორმულობა, მიღწევები და ჰედონიმზი (Schwartz S.H., 2001).

კულტურულ განსხვავებულობას ქმნის, ასევე ის ფაქტი, რომ ღირებულებები განსხვავებულია სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის. გამოივკლიეს მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ატრიბუციები წარმატებასა და წარუმატებლობაზე. აღმოჩნდა, რომ მდედრობით სქესთან შედარებით, მამაკაცებისთვის წარმატება და წარუმატებლობა უფრო მეტად უკავშირდებოდა შემოსავალს და ნაკლებად უკავშირდებოდა იღბალს. (Freize I.H., 1982).

წარმატებულობისა და წარუმატებლობის საკითხი დინამიურია და იცვლება თაობების მიხედვით, როგორც კვლევან აჩვენა, პირად ღირებულებათა მნიშვნელოვნება უკავშირდება ასაკს: რაც უფრო ასაკიანია ადანიამი, მით უფრო მნიშვნელოვანია კონსერვაციასთან დაკავშირებული ღირებულებები, და ნაკლებად მნიშვნელოვანია – ცვლილებები. 

საბოლოოდ, როგორც შედეგებიდან დადგინდა ყველა ბაზისური პირვოვნული ღირებულება უცვლელი რჩება ასაკის მატებასთან ერთად; ჰედონიზმის, მიღწევებისა და ძალაუფლების ღირებულებები კარგავს ძალას ასაკის მატებისთან ერთად, ხოლო ტრადიციებთან დაკავშირებული ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანი ხდება; სუბიექტური დაცულობის განცდა კვლავაც უცვლელი რჩება ასაკის ცვლილებასთან ერთად (Borg I., 2020). ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აღქმები არსებობს სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების მხრიდან (Freize I.H., 1982). ჩვენ დავინტერესდით თუ რა ითვლებოდა მთავარ წარმატების ღირებულებად და რა იყო მთავარი წარუმატებლობა ჩვენს კულტურაში, საკითხის კვლევისას გავითვალისწინეთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები და ასევე სქესობრივი განსხვავება.

მეთოდი

არსებული კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა მიაჩნიათ ადამაინებს პირად წარმატებად და პირად წარუმატებლობად. აქედან გამომდინარე კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ დეტალურად გამოგვეკითხა რესპოდენტები, გამოგვეკვლია არსებული წარმატებები და წარუმატებლობები სხვადასხვა ასპექტებში და ამასთან ერთად ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ გაგვეგო მიზეზი, თუ რატომ აღიქვამდნენ კონკრეტულ ფაქტებს წარმატებად და წარუმატებლობად. ინტერვიუს პროცესში რესპოდენტებს უნდა დაესახელებინათ 5 წარმატება და 5 წარუმატებლობა.

სიღრმისეულ ინეტრვიუში მონაწილეობა მიიღო 76-მა რესპოდენტმა, მათგან 40 იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო 36 – მამრობითი. რესპოდენტების ასაკის დიაპაზონი განისაზღვრა, 18-იდან, 55 წლის ჩათვლით. ისინი გაერთიანდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მათ შორის ყველაზე მეტი(44,7%) გაერთიანდა პირველ ასაკობრივ კატეგორიაში.


შედეგები

თითოეული წარმატება და წარუმატებლობა, რომელსაც რესპოდენტები ასახელებდნენ, გაერთიანდა სხვადსხვა კატეგორიებში, რომლებსაც მიენიჭათ უნიკალური რიცხვითი კოდები.  კვლევის ანალიზის პროცესში ჩვენ დავითვალეთ, თუ რომელი იყო ყველაზე ხშირად დასახელებული რიცხვითი კოდები წარმატების და წარუმატებლობის ცვლადებში. ასევე არსებული წარმატებების და წარუმატებლობების კლასიფიკაცია მოვახდინეთ სქესის და ასაკის მიხედვით და დავადგინეთ, თუ რა სხაობები ფიქსირდება განსხვავებული სქესის და ასაკის რესპოდენტებს შორის.

წარმატება

როგორც აღმოჩნდა, წარმატების ცვლადში ყველაზე ხშირად დასახელებული წარმატება აღმოჩნდა რიცხვითი კოდი -2 რომელიც გულისხმობს წარმატებას განათლებაში. განათლებაში წარმატება მოიცავს ისეთი წარმატებების ნუსხას, როგორიც არის უნივერსიტეტში ჩაბარება, გრანტის აღება, უნივერსიტეტის დამთავრება, სერტიფიკატის აღება, მაღალი აკადემიური მოსწრება და ა.შ. როგორც აღმოჩნდა 76 რესპოდენტიდან, 59-მა ადამიანმა აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით ჰქონია ცხოვრებაში წარმატება. ასევე რესპოდენტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თვითგანვითარების მიმართულებითაც ჰქონია ცხოვრებაში წარმატება. ამის შემდგომ მოდის ისეთი სახის წარმატებები, როგორიც არის კარიერა, ოჯახი, სოციალური აღიარება და ა.შ.

წარუმატებლობა

რაც შეეხება წარუმატებლობის ცვლადს, როგორც აღმოჩნდა, განათლება აქაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე ხშირად ერთ-ერთ წარუმატებლობად რესპოდენტები აქაც განათლებაში განცდილ წარუმატებლობას ასახელებდნენ (59,6%).  მაგრამ საგრძნობლად დიდი სხვაობა არის თვითგანვითარების კუთხით, როგორც აღმოჩნდა 76 რესპოდენტიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 რესპოდენტი ფიქრობს, რომ თვითგანვითარების კუთხით ჰქონია ცხოვრებაში წარუმატებლობა. ასევე საგრძნობლად დიდი სხვაობა გამოიკვეთა საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მიმართულებითაც, თუ წარმატების ცვლადში საპირისპირო სქესთან ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ 9 ადამიანი ასახელებდა, როგორც წარმატებას, წარუმატებლობის ცვლადში რესპოდენტების (48,6%) ასახელებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობას, როგორც წარუმატებლობას. ამასთან ერთად გამოიკვეთა, რომ რესპოდენტების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის თვითეშეფასება და თვითრეგულაციის პრობლემა არის ერთ-ერთი წარუმატებლობა.

დასკვნა

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობაში პირადი წარმატების მთავარი კატეგორია არის განათლება, რომლესაც მოჰყვება კარიერული წარმატება, ოჯახი, სოციალური აღიარება და ა.შ. ხოლო პირადი წარუმატებლობის მთავარ კატეგორიად, ასევე განათლება გამოვლინდა, რომელსაც მოჰყვება საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარუმატებლობა და წარუმატებლობა თვითშეფასებასა და თვითრეგულაციაში. საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის შედეგები, საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ერთგვარი კულტურის გასაღები, ანუ იმ მთავარ ღირებულებათა იერარქია, რაც დამახასიათებელია ჩვენი კულტურისთვის. შესაბამისად ეს დაგვეხმარება პასუხი გავცეთ ისეთ კითხვებს, როგორიც არის – რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელთან, ან სხვა კულტურის მქონე ქვეყანაში ადაპტირება, თუკი რომელიმე ჩვენთვის სახასიათო წამყვანი ღირებულება არ ემთხვევა იმას, რომელიც წამყვანია განსხვავებულ კულტურაში, ვვარაუდობთ, რომ ეს შესაძლო ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ადაპტაციის პროცესში, და ასევე პირიქით – თუკი ჩვენი ღირებულებები მსგავსია სხვა კულტურის ღირებულებებთან მიმართებაში, მაშინ ადაპტაციის პროცესი უფრო გამარტივდება.  აქედან გამომდინარე, მიღებული მონაცემები საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ წინასწარი პროგნოზები ყოველივე ამასთან დაკავშირებით.

ბიბლიოგრაფია

Lewis M, Takai-Kawakami K, Kawakami K. 2010. “Cultural differences in emotional responses to success and failure”. International Journal of Behavioral Development. Volume: 34, issue: 1. 53-61 https://doi.org/10.1177/0165025409348559  

Schwartz S.H, Bardi A. 2001. “Value Hierarchies Across Cultures: Taking a Similarities Perspective”. Journal of Cross-Cultural Psychology. Volume: 32, issue:3, 268-290 https://doi.org/10.1177/0022022101032003002

Freize I.H, Whitley B.E, Hanusa B.H and McHugh M.C. 1982. “Assessing the theoretical models for sex differences in causal attributions for success and failure”. Springer. Sex Roles 8, 333-343  https://doi.org/10.1007/BF00287273 Borg I. 2020. “Age and the subjective importance of personal values”. Personality and Individual Differences. Volume 173 https://doi.org/10.1016/j.paid.2020.110605