სოციალურ ქსელებზე ჩატარებული კონტენტ ანალიზი

სოციალური ქსელები დღეს საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად, გაგვიჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი სოციალური ქსელებია უფრო ეფეტური ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მოთხოვნილებები, მასლოუს მიხედვით, გამოვყავით და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კონტენტ-ანალიზი სოციალურ ქსელებზე. თითოეული მათგანი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით აღვწერეთ.

შედეგებმა აჩვენა, რომ სოციალური ქსელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც კონკრეტული სენსორული არხის აქტივაციით და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, ისე შესაძლებლობებითა და შეზღუდვებით.

სენსორული არხის აქტივაციის მხრივ შედეგები ასე გამოიყურება:

  • „Facebook“ ორიენტირებულია ვიზუალურ და სმენით არხებზე
  • „Instagram“ – ვიზუალურ-სმენითზე
  • „Tik tok“ – ვიზუალურ-სმენითზე
  • „Pinterest“ – ვიზუალური
  • „Clubhouse“ – სმენითი

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ განხილული სოციალური ქსელები, გარდა „clubhouse“-ისა და „pinterest“-ისა,  კონცეტრირდებიან ორივეზე, როგორც სმენით, ისე ვიზუალურ სენსორულ არხზეც. clubhouse აქცენტს აკეთებს მხოლოდ სმენით არხზე. „pinterest“ კი მიზნად ისახავს მხოლოდ ვიზუალური სენსორული არხის გააქტიურებას.

ყველა სოციალურ ქსელს აქვს თავისი ალგორითმი, რომელიც რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, რათა გაახანგრძლივოს მომხმარებლის აქტიურობა.

ყველა სოციალური ქსელისთვის საერთო იყო შემდეგი მოთხოვნილებები:

  • სოციალური მოთხოვნილება
  • ბიოლოგიური მოთხოვნილება, რაც დაღლილობის რედუცირების მიზნით იგულისხმება
  • შემეცნებითი მოთხოვნილება
  • თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სოციალურ ქსელს გააჩნია ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პოტენციალი, გარდა clubhouse-სა. ის ძირითადად კონცენტრირებულია შემეცნებით საკითხებზე. ეს აპლიკაციები მიმართულია პატივისცემის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ დადებითი უკუკავშირი ხალხისთვის ჩვენი შემოქმედების გაზიარებით.

რაც შეეხება ალგორითმის მუშაობას, თითოეული მათგანისთვის ცალკე აღვწერეთ და შედეგებმა აჩვენა:

  • „Facebook“ აპლიკაციის შემთხვევაში, ის იმახსოვრებს გვერდებს, ვიდეობს, პოსტებს, რომლებიც მოგვწონს და გვთავაზობს მსგავს რეკომენდაციებს, active-ში იმ ხალხს გვიგდებს, ვისთანაც ყველაზე ხშირი კონტაქტი გაქვს და „სთორიზეც“ ანალოგიურად.
  • „Instagram“ – Explore-ში იმახსოვრებს გვერდებს, ვიდეობს, პოსტებს, რომლებიც მოგვწონს და გვთავაზობს მსგავს რეკომენდაციებს; სთორის მაყურებლებში მაღლა იმას აჩვენებს, ვისთანაც ხშირი კონტაქტი გვაქვს და როცა ვინმეს გვერდს „აფოლოვებ“, მსგავს გვერდებს გვიგდებს.
  • „Tik tok“ – იმის მსგავს ვიდეოებს აგდებს, რასაც ვუყუერებთ და როცა ვინმეს გვერდს ვაფოლოვებთ, აქაც „ინსტაგრამის“ მსგავსად, ამ გვერდის მსგავს სხვა გვერდებს გვიგდებს.
  • „Pinterest“ – რასაც ვინახავთ, იმის მსგავს ფოტოებს გვიგდებს.
  • „Clubhouse“ – არა აქვს გამართული ალგორითმი.

ახლა გაგაცნობთ ამ სოციალური ქსელების „შეზღუდვებს“:

  • „Facebook“: ცენზურა ვერ კონტროლდება, ფოტოების და ვიდეობის ხარისხი, ინფორმაცია ვერ კონტროლდება, პერსონალური მონაცემების გავრცელება ვერ კონტროლდება.
  • „Instagram“: არ შეგიძლია გაზიარება, პოსტს ვერ დადებ ფოტოს გარეშე, არა აქვს პოსტზე „რეაქციის ტიპები“(მხოლოდ მოწონებებია), პროფილის ფოტოს ვერ ნახავ ცალკე თუ არ დევს, ვიდეოს ვერ ახვევთ, ჯგუფებს ვერ ქმნი, „სთორის“ დროის ლიმიტი აქვდ – 15წმ, ივენთების დაგეგმვა შეუძლებელია, თარიღებს არ გახსენებს.
  • „Tik tok“: არ შეგიძლია მნახველების ნახვა, ვიდეოს გადაღების ლიმიტი 60წმ-ია, არ შეგიძლია: გაზიარება, პოსტის დადება, ფოტოს დადება, ჯგუფური ჩატების გაკეთება; „რეფლაის“ ვერ აკეთებ, ვიდეოს გადახვევა არ შეგვიძლია, არა აქვს სთორის დადების ფუნქცია.
  • „Pinterest“: არ შეგიძლია აპლიკაციის კომუნიკაციის საშუალებად გამოყენება, არაა ჩატები, მოკლე ვიდეოები, ლაივების წარმოება შეუძლებელია, პირადი ინფორმაციის გაზიარების საშუალება არ არის, სთორი არ იდება, ივენთი არ იგეგმება, ჯგუფები არ იქმნება, ჩატები არა აქვს.
  • „Clubhouse“: არ შეგიძლია საუბარში ჩართვა თუ ამის უფლებას არ მოგცემს „ჰოსთი“, არ შეგიძლია ფოტოს/ვიდეოს დადება, არ შეგიძლია რაიმეს გაზიარება, არ არის ჩატები, ხელმისაწვდომია მხოლოდ iphone-ის მომხმარებლებისთვის, საჭიროა ვინმემ მოგიწვიოს, კომუნიკაციის საშუალება არაა, ვიზუალური სტიმულაცია გვაკლია.

აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალურ ქსელს სპეციფიკიდან გამომდინარე აქვს შეზღუდვა. მაღლა ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან, ყველაზე ნაკლები შეზღუდვა „facebook”-ს აქვს, რადგან ის მულტიფუნქციურია (ამ ქსელში შესაძლებელია: ფოტოების, ვიდეოების, „story“-ის და პოსტების დადება, გაზიარება, ე.წ. „react“-ის ფუნქციის გამოყენება, ჯგუფების შექმნა, ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.), ხოლო ყველაზე მეტი – clubhouse-ს, რადგან კონცენტრირებულია მხოლოდ აუდიალური არხით ინფორმაციის გაცვლაზე.

საინტერესოა, რომ სოციალური ქსელები ისეთი ქცევის განხორციელებისკენ გვიბიძგებენ, რომლებიც ეხმაურება ჩვენივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მაგალითად, სოციალური მოთხოვნილება – რომელშიც ძირითადად მოიაზრება: მოწონება, გაზიარება, დაკომენტარება. ასევე, თვითაქტუალიზაცია – კონტენტის შექმნა, და ბიოლოგიური მოთხოვნილება – დასვენება. გთავაზობთ სოციალური ქსელების ქცევაზე გავლენის აღწერის შედეგებს:

  • „Facebook“ – გაზიარება, საკუთარი მოსაზრებების ღიად დაფიქსირების შესაძლებლობა, ფოტოების-ვიდეოების დადება, ვიდეოების ყურება, ინტერესის ობიექტზე ინფორმაციის მოპოვება (სტალკვა). ვიდეოების ყურება, როგორც გართობის საშუალება, საკომუნიკაციო საშუალებაა, პოსტებზე/ფოტოებზე/ვიდეოებზე დარეაქტების სხვადასხვა სახის გამოყენების შესაძლებლობა, ჩატების დიზაინი, ინტერესის თემებზე შესაძლო ივენთების მოძიების შესაძლებლობა, დაინტერესებულ ივენთზე მონიშვნა დაინტერესებული ხარ მხოლოდ თუ ნამდვილად წახვალ, ივენთების გაკეთება, ე.წ. რუმები აქვს შეხვედრებისთვის. სთორის დადების საშუალება, არასასურველი პირების დაბლოკვა. შეგიძლია აკონტროლო რას დაინახავენ შენს პროფილზე გადმოსვლისას სხვები/შენი მეგობრენი/მხოლოდ შენ. არსებობს ჯგუფები, რომლებშიც გაწევრიანება შეგიძლია ისევე, როგორც მათი თავად შექმნა. სოციალური კავშირების დამყარებისკენ გვიბიძგებს, ვაკანსიების მოძიების საშუალება, „ჯობს“ ლოკაციის გამოყენებით, ლაივები, რეაქტების ნახვა, სხვების „გარჩევების“ კითხვა, „watch”-ში ჩვენთვის საინტერესო კონტენტის ყურება. მონიშვნის შესაძლებლობა, შეფასება/შედარება.
  • „Instagram“ – ფოტო-ვიდეო მასალის დადებისკენ, ვიდეოების ყურება, კომენტარის დატოვება, სტალკვა, კომუნიკაციის საშუალებაა, ინტერესის ობიექტების „დაფოლოვება“, საკუთარი ნამუშევრების გაზიარება, ფოტოების რედაქტირება, პირად ჩატებში კომუნიკაცია და გაზიარება ფოტოს/ვიდეოს/სთორის, სთორის დადების საშუალება, „შოპი“ – შეძენა სასურველი პროდუქტის, საკუთარი გვერდის გამოყენება, როგორც ფულის შოვნის საშუალება, არასასურველი პირების დაბლოკვა/დარესტრიქტება, მოწონებული ფოტოების/ვიდეოების შენახვა, ჩატების დიზაინი, სურვილის შემთხვევაში პროფილის საჯაროობის შეცვლა, პირდაპირი ჩართვის წარმოება (ვინმესთან ან მარტოს), მონიშვნის შესაძლებლობა, შეფასება/შედარება.
  • „TikTok“ – ვიდეოების დადება, ტიკ-ტოკის ცეკვების სწავლა, კონფორმულობა – ერთი და იგივე ვიდეოების გდაღება სხვადასხვა ეკაუნტების მიერ, ვიდეოების გაზიარების შესაძლებლობა პირად ჩატებში, შეფასება/შედარება, კონტენტინს მიხედვით „გამორჩევა“, „დადუეტება“.
  • „Pinterest“ – „შთაგონების“ მიზნით ესთეტიკური ფოტოების ძებნა, რეფერენსად გამოყენება ფოტოების, ფოტოების/ვიდეოების დამახსოვრება, ორგანიზების შესაძლებლობა თემატიკის მიხედვით.
  • „Clubhouse“ – „ექსკლუზიურობის“ განცდის გამო მოწვევის შოვნის მცდელობები, იდეების გაზიარება, სხვების მოსმენა, მოწვევა.

და ბოლოს, შეგვიძლია გირჩიოთ 2020 წლის დოკუმემტური ფილმი „სოციალური დილემა“, რომელიც სიღრმისეულად აღწერს სოციალური ქსელების გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ჩატარებული კონტენტ-ანალიზის შედეგების მიღების და ფილმის ნახვის შემდეგ გამოვყავით რამდენიმე საინტერესო კითხვა, რომლებზეც პასუხების პოვნა უფრო მეტ ინსაიტს მოგვცემდა არსებულ საკითხებზე. მათ შორისაა ის, თუ როგორ მოქმედებს სოციალური ქსელები ჩვენს ქცევებზე, ემოციებსა და განწყობებზე. ასევე, საინტერესოა რა გავლენას ახდენს ჩვენს კოგნიციაზე.

 

 

ავტორები: ანა მხეიძე, ნატალი მაღრაძე, ლიზა ორჯონიკიძე, ავთანდილ ხელიძე,  თამარ ქავთარაძე.