ბიოუკუკავშირი

რა არის ბიოუკუკავშირი და როგორ მუშაობს ის? 

 ბიოუკუკავშირი (ბიოფიდბექი) არის სხეულისა და გონების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ვიზუალური ან აუდიალური უკუკავშირის (ფიდბექის) გამოყენებას, იმისთვის რომ მოხერხდეს კონტაქტის დამყარება სხეულის უნებლიე ფუნქციონირებასთან, როგორიც არის სისხლის მიმოქცევა, სისხლის წნევა და გულის ცემის სიხშირე. ტექნიკა შესაძლოა გამოყენებული იყოს სიმპტომების შესამცირებლადაც, ისეთი მდგომარეობების დროს როგორიც არის მაღალწნევიანობა, ქრონიკული სტრესი, ტკივილი და შფოთვა.

რა არის ბიოუკუკავშირი?

ხშირად ბიოუკუკავშირის მიზანია სხეულზე ფაქიზად ზემოქმედება და ცვლილების მოხდენა, რის შედეგადაც მიიღწევა სასურველი შედეგი. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კუნთების მოდუნება, გულის ცემის რიტმის შენელება, ან ტკივილის შეგრძნების დაქვეითება. ზოგიერთი ის ფუნქცია, რომელზე კონტროლის სწავლაც შესაძლებელია არის:

  • სისხლის მიმოქცევა
  • სისხლის წნევა
  • გულის ცემის რიტმი
  • კუნთების ტონუსი
  • ტკივილის შეგრძნება

რის შემდეგაც, ხშირად ადამიანებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავიანთი ფიზიკური, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობა. მაგალითად, ბიოუკუკავშირის გამოყენება ასევე შეიძლება იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ სხვადასხვა მდგომარეობისას სიმპტომების დარეგულირება.

გამოყენებითი ფსიქოფიზიოლოგიისა და ბიოუკუკავშირის ასოციაცია განმარტავს ბიოუკუკავშირს როგორც პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს შეცვალოს საკუთარი ფიზიოლოგიური აქტივობა, იმისთვის რომ გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა, ან ზოგადი ფუნქციონირება. ამ ინფორმაციის წარმოდგენა – ხშირად აზროვნების, ემოციებისა და ქცევის ცვლილებებთან ერთად – ხელს უწყობს სასურველ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. მიღწეული ცვლილებების შენარჩუნება, მოწყობილობის გამოყენების გარეშე,  შესაძლებელია  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშც.

ბიოუკუკავშირის სახეები

ბიოლოგიური უკუკავშირის მრავალი სახე არსებობს. კონკრეტული მიდგომა, რომლის გამოყენებასაც აირჩევს ადამიანი, შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რას ელის და რას ურჩევს სპეციალისტი. ზოგიერთი შესაძლო ვარიანტია:

სუნთქვა

რესპირატორული ბიოუკუკავშირის დროს, ადამიანს მკერდისა და მუცლის გარშემო უმაგრდება სენსორული მოწყობილობები, რომლებიც აღრიცხავენ სუნთვის სიხშირეს და მახასიათებლებს. ტრენინგის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ თუ როგორ დაამყარონ უფრო მეტი კონტროლი თავიანთ სუნთქვის სიხშირეზე, რაც დაეხმარება მათ სხვადასხვა სიტუაციისას, მათ შორის შფოთვის განცდის დროს.

გულისცემა

ეს სახეობა ცნობილია, როგორც გულისცემის ცვალებადობის ბიოუკუკავშირი და არსებობს მტკიცებულებაც, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის ასთმისა და დეპრესიისას. ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ამ სახის ბიოუკუკავშირს, სენსორი შეიძლება დაუმაგრდეთ სხვადასხვა ადგილებში – ყურზე, თითებზე, მაჯებზე, გულ-მკერდის არეში ან ტორსზე.

კან-გალვანური რეაქცია

ამ ტიპის ბიოუკუკავშირი ზომავს კანის ზედაპირზე გამოყოფილი ოფლის რაოდენობას. კანის გალვანური რეაქცია, ასევე ცნობილია როგორც კანის გამტარიანობა, არის საკმაოდ კარგი მარკერი ემოციური აღზნების დონის დასადგენად.

თერმორეგულაციისას ოფლიანობა აუციელებელი მახასიათებელია, თუმცა ამის გარდა ემოციურ სტიმულაციასაც შეუძლია იოლად გამოიწვიოს ოფლიანობა. რაც უფრო მეტად აღიგზნებიან ადამიანები, მით მეტი იქნება მათინ კანის გამტარიანობა.

სისხლის წნევა

ასეთი ბიოუკუკავშირისას, ადამიანს უმაგრდება მოწყობილობა, რომელიც აღრიცხავს სისხლის წნევას. მოწყობილობა იძლევა ინფორმაციას ადამიანის სისხლის წნევაზე და ხშირად გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი ტექნიკა, რომელიც ეფუძნება ვიზუალურ მინიშნებებს, სუნთქვით ვარჯიშებს, ან მუსიკას.

კანის ტემპერატურა

ბიოუკუკავშირის ამ სახეობისას, ადამიანებს უკეთდებათ სენსორი, რომელიც ზომავს კანში სისხლის მიწოდებას. იმის გამო, რომ სტრესის დროს ადამიამები ხშირად განიცდიან სხეულის ტემპერატორის დავარდნას, ასეთ მოწყობილობას შეუძლია დაეხმაროს მათ  აღმოაჩინონ როდის შეიძლება რომ დაეწყოთ დისტრესი.

კუნთების ტონუსი

ამ ტიპის სენსორები მოთავსებულია კანის ზედაპირის სხვადასხვა ადგილებში და დაკავშირებულია ელექტორმიოგრაფის მოწყობილობასთან. ეს მოწყობილობა აღრიცხავს დროის მონაკვეთში კუნთების ტონუსის ცვლილებას, იმით რომ აფიქსირებს კუნთების შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილ ელექტრულ აქტივობას.

 

 

ბიოლოგიური უკუკავშირს მრავალხრივი გამოყენება აქვს, მათ შორის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობა სინდრომი (ADHD);
  • შფოთვა;
  • თავის ტვინის დაზიანება;
  • დეპრესია;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, როგორიც არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • მაღალი და დაბალი სისხლის წნევა;
  • მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობები;
  • შაკიკი;
  • სტრესზე ფიზიკური რეაქციები;
  • პოსტ-ტრავმული სტრესული რეაქცია (PTSD);
  • რელაქსაციისა და სტრესის რეგულირება;
  • დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.

 

ბიოუკუკავშირი განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესის სამართავად, ასევე იმ მდგომარეობების სიმპტომებისთვის რომლებიც შეიძლება  გამწვავდეს სტრესის შედეგად.

ქრონიკულ სტრესს შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე მრავალმხრივი უარყოფითი ეფექტი, მათ შორის იმუნიტეტის დაქვეითება, გულის დაავადებები, მომნელებელი სისტემის პრობლემები და ძილის დარღვევები. სტრესული რეაქციების მართვის სწავლა ბიოუკუკავშირის მეშვეობით ადამიანს საშუალებას აძლევს შეამციროს სტრესის დამაზიანებელი გავლენა ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე.

 

როგორ მუშაობს ბიოუკუკავშირი?

ბიოუკუკავშირი ასწავლის ადამიანს ამოიცნოს სტრესისა და შფოთვის ფიზიოლოგიური ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის გაზრდილი გულისცემის რიტმი, სხეულის ტემპერატურა და კუნთების ტონუსი. მეცნიერების მიხედვით, სხეულის ტენდენცია, რომ გადავიდეს „იბრძოლე ან გაიქეცი“ მდგომარეობაში – არის სწორედ სტრესზე საპასუხო რეაქცია, რომლის დროსაც გამძაფრებულია მდგომარეობა, იმისთვის, რომ ორგანიზმი გაუმკლავდეს პოტენიცურ საფრთხეს.

ტიპური ბიოუკუკავშირის სესსის დროს:

  • ელექტრული სენსორები არის დამაგრებული სხეულის კონკრეტულ უბნებში, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის რეაქცია იზომება;
  • ეს სენსორები უერთდება სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური რეაქციების უკუკავშირის აღრიცხვას;
  • სესიის განმავლობაში, სპეციალისტი აწვდის ადამიანს სხვადასხვა მენტალურ სავარჯიშოებს, მაგალითად: ვიზუალიზაცია, მედიტაცია, სუნთქვის ან რელაქსაციის ტექნიკები;
  • მას შემდეგ, რაც ადამიანი შეასრულებს ამ აქტივობებს, მიიღებს ინფორმაციას საკუთარი ფიზიკური საპასუხო რეაქციების შესახებ, რაც მოწყობილობამ აღრიცხა.

 

ბიოუკუკავშირი ითვლება უფრო ტრენინგად, ვიდრე მკურნალობის მეთოდად. ტრენინგითა და პრაქტიკით, ბიოუკუკავშირს შეუძლია დაეხმაროს ადამიანს, რომ გამოიმუშაოს ახალი უნარები, იმისთვის რომ შეძლოს უკეთესად გაუმკლავდეს სტრეს და შეძლოს უკეთესად ფუნქციონირება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ბიბლიოგრაფია:

The Association for Applied Psychophysiology and Biofeedback, Inc. About Biofeedback. 2020.

Lehrer PM, Gevirtz R. Heart rate variability biofeedback: How and why does it work? Front Psychol. 2014;5:756. doi:10.3389/fpsyg.2014.00756

Mahtani KR, Nunan D, Heneghan CJ. Device-guided breathing exercises in the control of human blood pressure: systematic review and meta-analysis. J Hypertens. 2012;30(5):852-860. doi:10.1097/HJH.0b013e3283520077

Frank DL, Khorshid L, Kiffer JF, Moravec CS, McKee MG. Biofeedback in medicine: who, when, why and how? Ment Health Fam Med. 2010;7(2):85-91.

Schoenberg PL, David AS. Biofeedback for Psychiatric Disorders: A Systematic Review. Appl Psychophysiol Biofeedback. 2014;39(2):109-135. doi:10.1007/s10484-014-9246-9

Giggins OM, Persson UM, Caulfield B. Biofeedback in rehabilitation. J Neuroeng Rehabil. 2013;10:60. doi:10.1186/1743-0003-10-60