ძილის პოზების გავლენა ტემპერამენტზე

ფსიქოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ძირითადი პოზები ძილის დროს მიგვითითებენ მის ტემპერამენტზე, მსოფლმხედველობასა და სხვა ძირითად ფსიქოლოგიურ განსაკუთრებულობებზე. სულ გამოვლენილი იყო ოთხი ძირითადი პოზა „ემბრიონი“, „მორი“, „მწყურვალე“ და „თავისუფალი ვარდნა“.

კვლევა, რომელსაც განვიხილავთ, ჩაატარა ბრიტანელმა მეცნიერმა, რობერტ ფიპსმა, რომელმაც გამოკითხა ათასი ბრიტანეთის მოქალაქე. მისი სიტყვების თანახმად, ძილის დროს დაკვირვებით შეიძლება, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად რთული დღე ჰქონდა ადამიანს, რამდენად გაიზარდა მისი შფოთვა და რამდენად აკონტროლებს იგი თავის ცხოვრებას.

მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ნახევარზე მეტ ზრდასრულ ბრიტანელს სძინავს ემბრიონის პოზაში, ანუ გვერდულად და მუხლები მიტანილი აქვთ სხეულთან, ამ პოზის დახმარებით ადამიანები ექცევიან ეგრედ წოდებულ კომფორტის ზონაში, სადაც ისვენებენ სტრესისგან, რომელიც დღის განმავლობაში განიცადეს. რაც უფრო ახლოს არის მუხლები სხეულთან და რაც ქვევითაა ჩაწეული თავი, მით მეტად შედის ადამიანი კომფორტის ზონაში, ეს ყველაზე სწორი პოზაა ღამის მანძილზე მაქსიმალური დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის. ასეთი ადამიანები, როგორც წესი არიან კეთილსინდისიერები, რაციონალურები  და უყვართ, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ისინი ზედმეტად ბევრს ნერვიულობენ. ფიპსი აფრთხილებს „ემბრიონებს“, რომ ძალიან ღრმად არ შევიდნენ კომფორტის ზონაში, ვინაიდან ისინი ზედმეტად მოდუნდებიან და დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ გარესამყაროსთან ადეკვატურ რეაგირებას.

შემდეგი არის „მორი“, ასეთ პოზაში ადამიანი წევს გვერდზე  და გამარუთლად. ასეთ ადამიანებს ექსპერტი აფასებს, როგორც ძლიერ, უდრეკ, ჯიუტ, მმართველობისაკენ მიდრეკილ და ჩაკეტილ ადამიანებს. ფიპსი ურჩევს მათ, მეტად მოდუნდნენ ძილის დროს და დაასვენონ კუნთები.

როგორც ექსპერიმენტმა დაადგინა, „მწყურვალე“ კიდევ ერთი გავრცელებული ძილის პოზაა. ამ პოზაში ადამიანი წევს გამართული და ხელები აქვს გაშვერილი წინ, თითქოს ვიღაცას მისდევს. ასეთი ტიპის ადამიანებს ყოველთვის უნდათ ცხოვრებაში იმაზე მეტი, ვიდრე აქვთ, აღნიშნავს ფიპსი. მისი სიტყვების თანახმად, „მწყურვალე“ პოზაში მძინარე ინდივიდები ყოველთვის მოკრძალებულები არიან, ძირითადად ელიან კარგ შედეგებს და მუდამ მზად არიან ჩაეჭიდონ ყოველ ახალ და საინტერესო შესაძლებლობას. ამას გარდა, ასეთი ხალხი ხშირად უარს ამბობს დაწყებულ საქმეზე, თუკი მიმავალ გზაზე რაიმე წინააღმდეგობა გამოჩნდება. ფსიქოლოგები ასეთ  ადამიანებს ურჩევენ, პრიორიტეტების დალაგებას და ძალების ისეთ მიზნებზე მიმართვას, რომლებიც თითქოს მიუღწეველი ჩანს ან არ არის საჭირო.

მეოთხე პოპულარული პოზა არის „თავისუფალი ვარდნა“. ამ შემთხვევაში ადამიანს სძინავს მუცელზე, თავი კი შეტრიალებული აქვს გვერდზე და ეხუტება ბალიშს, სხვა შემთხვევაში ხელები აქვს გაშლილი სხვადასხვა მხარეს, თითქოს სიმაღლიდან ვარდება. ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოვრება მათ გვერდს უვლის, ისინი გრძნობენ თავს უსუსურებად , მათ ჰგონიათ, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ რახდება მათ ირგვლივ, აღნიშნავენ ფსიქოლოგები. ექსპერტი ურჩევს ასეთ ხალხს, იმოქმედონ პრობლემების მოსაგვარებლად თანმიმდევრობით და ნელ-ნელა. ისინი უნდა იყვნენ უფრო მიზანმიმართულები და მხიარულები. მხოლოდ ყოველი დღის კონტროლით, ისინი გახდებიან თავიანთი ცხოვრების მმართველები, ხაზს უსვამს ფიპსი.