პანიკური აშლილობები ურთიერთობებში, როგორც კორონა ვირუსული ინფექციის შედეგი

               სტატია გვიამბობს ჩატარებული კვლევის ანალიზზე, თუ როგორ მოქმედებს ურთიერთობებზე მწვავე რესპირატორული ინფექციის აფეთქება, რომელიც მიეკუთვნება კორონავირუსულ ინფექციათა ოჯახს. განხილულია დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიური ასპექტები მსოფლიოს ქვეყნების მასშტაბით. აღწერილია ამ დაავადების ძირითადი კლინიკური გამოვლინებები  და გართულებები, რომელიც შეიძლება მან გამოიწვიოს. ყურადღება აქცენტირებულია მასობრივ ინფორმაციულ გადატვირთულობასა და მოსახლეობის იზოლაციის თანმდევ ეფექტებზე, რომელიც გავლენას ახდენს ოჯახურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ოჯახური ძალადობის და კონფლიქტების რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი ეგრედწოდებული თვითიზოლაციის პერიოდში. შესწავლილია მიზეზები ხისტი ცვლილებებისა ოჯახურ ურთიერთობებში, რაც გვაძლევს საშუალებას გამოვიტანოთ დასკვნები, რომელთა მეშვეობით დამუშავდება მოქმედების ლოგიკური ალგორითმები, რომელიც ემსახურება მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში. სანდო ინფორმაციის არქონა, სახელმწიფოების გაურკვეველი მოქმედებები და ცხოვრების სტილის მკვეთრი ცვლილებები უარყოფით გავლენას ახდენს ინდივიდის სიმპატო-ადრენალურ სისტამაზე და მისი ნერვულის სისტემის ფუნქციონირებაზე, რასაც ზოგჯერ მძიმე შედეგებამდეც კი მივყავართ.

კორონავირუსი წარმოადგენს ვირუსების ოჯახს, რომელთა დიამეტრი არის 80-229ნმ, და შედის დაახლოებით 37 სახეობა; აქედან მხოლოდ 2 ქვესახეობა ვრცელდება ადამიანზე, დანარჩენი კი კატებზე, ფრინველზე, ძაღლებზე მსხვილ ჩლიქოსნებსა და ღორებზე.  პირველად ვირუსი 1965 წელს გამოავლინეს. კორონავირუსული ინფექცია აქამდე ასოცირდებოდა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ინფექციასთან. ცნობილია ასევე ტიპი SARS-CoV(Sever Acute Respiratory Syndrome), რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ სინდრომს და MERS-CoV(Middle East Respiratory Syndreome) რესპირატორული სინდრომი ახლო აღმოსავლეთში. დღეს ცნობილია, რომ კორონავირუსი არის 3-დან 20%-მდე ყველა მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელიც იწვევს ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფიცირებას. სტატისტიკის თანახმად, ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს ახასიათებს 0.01% სიკვდილიანობა, 2% ხანდაზმულ ადამიანებში, SARS-CoV-ს (მწვავე რესპირატორულ სინდრომს 2003წ)-10%, MERS-CoV-ს (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი 2012წ)-34% „ღორის“ გრიპს 2009-20010 წლების- 0.02%, ახალ აფეთქებას – SARS-CoV-2-ს  2%-3,5%.

აღსანიშნავია ასევე მისი ძირითადი თვისებები. ინკუბაციის პერიოდი წარმოადგენს 2-14 დღეს, საშუალოდ 5 დღეს. კორონავირუსული ინფექციის მახასიათებლებია:

-ცხელება(>90%) სხვადასხვა სიმძიმის (ცხელების არქონა არ გამორიცხავს კორონავირუსს)

-საერთო ინფექციური ინტოქსიკაციის გამოხატვა (სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის შემცირება ან არქონა, ძილის დარღვევა)

-რესპირატორული სიმპტომატიკა (ყელის ტკივილი და სიმშრალე, სურდო) 80% შემთხვევაში.

       ექსპერტების შეფასებით, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 3,38 მილიარდი ადამიანი, დედამიწის მოსახლეობის 43%. თვითიზოლაცია, კარანტინი და პანდემიის გამოცხადება, რა თქმა უნდა, იძულებითია, მაგრამ ისინი საგრძნობლად აუარესებენ ჩვეული ცხოვრების ნორმებს. მოცემულ სიტუაციაში ადამიანისთვის ბუნებრივია რეაქცია, ცნობილი მეცნიერი ელიზაბეტ კიუბლერ-როსის მოდელის მიხედვით ( უარყოფა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია, მიღება). ჩვენთვის მიუწვდომელია ძველი ცხოვრების დონე და სტილი, გადაადგილების თავისუფლება, გარემოს უსაფრთხოების ილუზია. ჩვენ გავდივართ უარყოფის სტადიას -„ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც ისინი ამბობენ“. ასევე ჩნდება ბრაზი ადამიანებზე, რომლებიც პანიკაში და ისტერიკაში არიან, ასევე ჯანდაცვის სისტემაზე, ან მათზე, ვინც უარყოფს საფრთხეს. ვაჭრობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ საკუთარ თავთან მაღაზიაში პირბადით სიარულზე, ვიქნებით თვითიზოლაციაში, სტუმრად არ ვივლით და არც არავის დავპატიჟებთ სახლში. ასეთ სიტუაციაში ადამიანთა ემოციური მდგომარეობა ძალიან დაუცველია, იზოლაციის პერიოდში ადამიანმა შეიძლება  განიცადოს ემოციების სხვადასხვა სპექტრები: შიში, ღელვა, აგრესია. შიში და ღელვა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის გამო, შიში მომავლისა, თუ რა მოხდება, როცა კარანტინი დასრულდება. ადამიანები ისტრესებიან და არ აქვთ შესაძლებლობა გაუმკლავდნენ მას ჩვეული მეთოდებით. ყველაფერი გადაიხარა ერთგვარ ეგზისტენციალურ მოცემულობებზე, როგორებიცაა მარტოობა, გაურკვევლობა, ხვალინდელი დღის არცოდნა, ეს კი აჩენს ძლიერ ღელვას და შიშს, რომელიც უფრო მყარდება მაუწყებლობების გაუჩერებელი განგაშით.

            თვითიზოლაცია, კარანტინი, ეკონომიკური სიტუაცია, უმუშევრობა, ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, მაუწყებლობების მუდმივი შეტყობინებები დაავადებაზე და დაავადებულებზე – ეს ყველაფერი არის კრიზისული სიტუაციის მაპროვოცირებელი პიროვნებათაშორისი ურთიერთობებისთვის, რადგან მომატებულია შიშის და ღელვის დონე, რასაც თან სდევს გაღიზიანება და კონფლიქტების დონის მატება. ადამიანები აღმოჩნდნენ კრიტკულ სიტუაციაში, სტრესი, რომელსაც ყველა ადამიანი განიცდის, დიდ დარტყმას აყენებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას და ფსიქოლოგიურ ტრავმას უტოვებს მას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში არ აღმოიფხვრას. ბევრ ადამიანს აქვს მდგომარეობა, რომელიც ახლოა პანიკასთან. პანიკა ითვლება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობად, რომელთაც აქვთ შიშის მომატებული რაოდენობა. პანიკური მდგომარეობა არის მრავალმხრივი პროცესი, რომელშიც ჩართულია კოგნიტური, ემოციური, ქცევითი და მოტივატორული კომპლექსები. პანიკა, როგორც მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს ჯანმრთელ ადამიანს გარემო ფაქტორების ზეგავლენით, როგორებიცაა საომარი მოქმედებები, ტერორისტული აქტები ან საგანგებო სიტუაციები. მისი კლასიფიკაცია ხდება ორ სხვადასხვა ჯგუფად (უშუალო ექსპერიმენტული ზემოქმედების და დეადაპტაციაში დიდი დროის გატარების შემდგომი). ამასთანავე, პანიკა შედის  იმგვარი ფსიქიკური დაავადებების სტრუქტურაში, როგორიცაა პანიკური აშლილობა.

            იზოლაციის პერიოდში ოჯახის წევრები იძულებულნი არიან იმყოფებოდნენ ერთ ტერიტორიაზე. მსგავს პირობებში მეგობრულ ოჯახებშიც კი შეიძლება გაჩნდეს კონფლიქტები, იქედან გამომდინარე, რომ ირღვევა ცხოვრების ჩვეული რიტმი, შეუძლებელია სახლიდან გასვლა, ოჯახი კი ადამიანთა ერთობაა, რომლებიც გაერთანებულია რეპროდუქტიული ფუნქციის შესრულებით და ცხოვრობენ ერთ ტერიტორიაზე. მათ აკავშირებთ გასაკუთრებული ახლობლური დამოკიდებულება, ურთიერთობები, თუმცა ასევე გაერთიანებულნი არიან ურთიერთობების კომპლექსით, რომელიც ყალიბდება საერთო ცხოვრების პერიოდში. თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახის წევრებში იმატებს ღელვა და შფოთვა, რომელსაც თან სდევს კონფლიქტები, გაუგებრობები, გაღიზიანება და აგრესიის გამოვლინებები, ხოლო შედეგად ყალიბდება კრიზისული სიტუაცია. იზოლაცია ასეთ შემთხვევებში ზრდის აგრესიულობისა და დესტრუქციულობის პოტენციალებს.

            პიროვნებათაშორის ურთიერთობებში კრიზისს თან სდევს ოჯახის წევრების ფსიქოემოციონალური და სომატური აშლილობები, ამის შედეგად კი აგრესიის გამოვლინებები. კორონავირუსის გამო თვითიზოლაციის შედეგად ოჯახური ძალადობის ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. ფაქტებზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნის სასჯელ-აღმსრულებელი ორგანოები გავატყობინებენ, რომ ძალადობის ფაქტებმა იზოლაციის პერიოდში ნამდვილად მოიმატა. სპეციალური ცენტრები ევროპასა და აზიაში ასევე იუწყებიან, რომ ცხელ ხაზებზე მიმართვების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, მაგალითად საფრანგეთში 30%-ით, ხოლო ჩინეთში თითქმის სამჯერ. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს დანაშაული ყველაზე ხშირია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დოკუმენტირებული და აღრიცხული ადამიანის უფლებების დარღვევებში. ხოლო კარანტინი, რომელიც ამჟამად მოქმედებს ქვეყნების უმრავლესობაში მხოლოდ აუარესებს ამ მონაცემებს.

 

            საომარი კონფლიქტების ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევები ყოველთვის იზრდება სტრესულ სიტუაციებში. მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდნენ ქალები, რომლებიც ჩაკეტილნი არიან სახლში თავიანთ აგრესიულ პარტნიორებთან, გახდა მათთვის ნამდვილი გამოცდა. ისინი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან არა იმდენად ვირუსის გავრცელების გამო, რამდენადაც საკუთარი პარტნიორის გავლენით.  პირველი მერცხალი, რომელმაც დაადასტურა ეს სამწუხარო მოვლენა, გახდა ჩინეთი. თებერვალში ქალაქ ჰუბეიში, რომელიც იყო ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი, დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის სამჯერ მეტი შემთხვევა. შემდეგ კი ეს ტენდენცია გავრცელდა ევროპის ქვეყნებზეც, საფრანგეთში, სადაც 30%-ით მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა ყოველდღიურად, ფიქსირდებოდა  219 ათასი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხაროა. საქმე ისაა, რომ ასეთ ურთიერთობებში ძალადობა არსებობს ციკლების სახით. პირველია დაძაბულობის ზრდის ფაზა, მას მოჰყვება დროებითი მშვიდობა, ხოლო შემდეგ ისევ აგრესია. თანაც აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე სიმშვიდის ფაზა უფრო მოკლეა, ხოლო აგრესია სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება.