თქვენი ბრენდის ადაპტაციის მექანიზმი თქვენს ღირებულებას გადაწყვეტს. კვლევების თანახმად, მომხმარებლებს არ სურთ იმ ბრენდებთან კავშირი, რომელიც გლობალურ კრიზისზე რეაგირებას არ ახდენს. ისინი ახალ, თუმცა რთულ რეალობას ეწყობიან და  ბრენდებისგანაც იმავეს ითხოვენ. მარკეტერებისთვის კი ეს ახალი გამოწვევაა და მკვლევრები მათ ურჩევენ, გამოიყენონ ეს შემთხვევა და ისარგებლონ უნივერსალური ჭეშმარიტებით, რომელიც ყველასათვის აქტუალური და ნაცნობია.

 იმის უკეთ გასარკვევად, თუ რას ფიქრობს მომხმარებელი სოციალურ მედიაში არსებულ რეკლამებზე, Smartly.io-მ ამერიკის ზრდასრულ ადამიანებში გამოიკითხა, თუ  როგორ მოქმედებს სოციალური პლატფორმები მათ წარმოდგენაზე ბრენდების მიმართ.

    გამოკვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ამჩნევენ ცვლილებას მარკეტინგულ სტრატეგიებში. უმეტესობას ეს ცვლილება მოსწონს – 83% ამბობს, რომ ისურვებდნენ, ბრენდებმა რეკლამებში პირდაპირ პანდემიაზე ისაუბრონ.

   ფაქტი, თუ როგორ ეპყრობა არსებულ კრიზისს ბრენდი, განაპირობებს როგორ დაინახავს საზოგადოება მას თვეებისა და წლების განმავლობაში. იმ მარკეტინგის გუნდებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან გრძელვადიანი ურთიერთობები მომხმარებლებთან, გასათვალისწინებელია შემდეგი სამი რამ:

  1. მომხმარებლებიუფროდიდდროსატარებენსოციალურქსელებში

სოციალური მედიის მოხმარება პანდემიის დროს პიკს აღწევს და ამიტომ ბრენდები სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებენ, რათა ამ გზით მიიტანონ სათქმელი მომხმარებლამდე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ცნობილ საიტებზე რეკლამის ვიზუალს უფრო აქცევენ ყურადღებას. უმეტესობა (79%) იყენებს Facebook-ს, 46% Instagram-ს, ხოლო 44% Youtube-ს. ასევე დადგინდა, რომ ყველაზე ცნობილი რეკლამის ფორმატი ვიდეო-რეკლამები (29%) და ფოტო-კარუსელებია (27%).

  • არსებული სიტუაციის გაანალიზება და მასზე საუბარი

 სიტუაციასთან  შეგუება, პასუხისმგებლობა და მომხმარებლის კითხვებზე სიმართლით პასუხი ბრენდებისთვის საუკეთესო მიდგომაა. გამოკითხვაში მონაწილეების თითქმის ნახევარმა (46%) თქვა, რომ რეკლამებს პანდემიის გამო უფრო უყურებენ. არ მისცეთ ამ შესაძლებლობას უფლება, დაიკარგოს.

 რესპონდენტების 83%-მა განაცხადა, რომ მათ სურთ იხილონ რეკლამები, სადაც ბრენდები საუბრობენ ვირუსის შეწყვეტის საშუალებებზე, მაგალითად, სოციალურ დისტანციაზე (28%), პროდუქტებზე, რომლებიც სახლში დარჩენისას გამოსადეგარია (31%) და ქველმოქმედებაზე (24%). ბრენდის როლი მარკეტინგზე პანდემიის შემდეგ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ეხმარებით თქვენს მომხმარებლებს შექმნილ სიტუაციაში.

  რადგანაც მსოფლიოში მსოფლმხედველობა ჰუმანიტარული ქცევებისკენაა მიმართული , მომხმარებლები ფულს უფრო იმ ბრენდებში ჩადებენ, რომელთაც მტკიცე მიზანი აქვთ და პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან. მონაცემების მიხედვით, ბრენდები პანდემიის თემატიკას უკვე ითვალისწინებენ: გამოკითხულთაგან 38%-მა თქვა, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში უფრო მეტი რეკლამა ნახა სახლში დარჩენაზე, 37%-ს კი ბევრი რეკლამა შეხვდა ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე.

  • სწრაფი ოპტიმიზმი და კრეატიულობა, როგორც ბრენდის გაფართოების საშუალება

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ინდუსტრიების ნაწილზე ცუდი გავლენა იქონია, სხვები საზოგადოებისთვის საჭირო გახდა. სასურსათო ბიზნესს ძალიან დიდი შანსი აქვს, სოციალური ქსელის რეკლამებით ონლაინ შეკვეთები ჭარბი რაოდენობით მიიღოს.

გამოკითხვაში მონაწილე ადამიანებმა სასურსათო ბიზნესი იმ კატეგორიად დაასახელეს, რომლისგანაც ონლაინ იყიდიან პროდუქტს. 41% ამბობს, რომ სოციალურ მედიაში დანახულ პროდუქტებზე 100 დოლარამდე თანხას გადაიხდიან. ამ დროში მომხმარებლისათვის საინტერესო ნივთების გაყიდვა და ჩვენება ბრენდებს დაეხმარება მათ მოზიდვაში.

  არსებული სიტუაცია ყოველდღე იცვლება და ბრენდებმა სტრატეგიები მალე უნდა შეცვალონ მომხმარებლის ახალი სურვილების დასაკმაყოფილებლად. პანდემიის დასაწყისში მომხმარებლები ყველაფერს ზედმეტს ყიდულობდნენ, თუმცა ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს სიტუაცია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალოს, ამიტომ ჭარბმა შესყიდვებმა ნელ-ნელა დაიკლო და დიფერენცირება დაიწყო ძალიან საჭიროსა და ნაკლებ საჭიროს შორის. 

   კვლევების მთავარ მიზნად ბრენდების მიერ აქტუალური სიტუაციის მარკეტინგულ კონტენტში გამოყენება და ინტეგრირება რჩება. თუ ჯერ ამგვარი კონტენტი არ შეგიქმნიათ, დროა გადახედოთ უახლეს ინსაიტებსა და აქტუალურ თემებს.